ახალი ამბები
ლაშა ჩხარტიშვილი: „თვითიზოლაცია ჩანაცვლდეს კარანტინით, დაიკეტოს ყველა ბარი და რესტორანი“
როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსისის ეპიდემია?!

კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია და ხალხი სერიოზულად არის შეშინებული. ექიმები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მავანი ეპიდემიასაც კი არ გამორიცხავს. ეპიდემიის საფრთხეს ხედავს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილიც. „თაიმერთან“ საუბარში იგი იმ გეგმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლითაც შესაძლოა ეპიდემიის თავიდან აცილება.
ეკოლოგი და ბიოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი წარსულში მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ზოოანთროპონოზების ანუ ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადებათა განყოფილებაში.
ლაშა ჩხარტიშვილი:
-ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების მხრიდან გაცილებით მეტი ოპერატიულობა და მეტი საბიუჯეტო სახსრების გაღებაა აუცილებელი! გასულ პერიოდში ვნახეთ, რომ გარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მთლიანობაში მთავრობა, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, გაუმართლებელი მერყეობით გამოირჩეოდა და ჩამორჩებოდა მოვლენებს, რამაც ვითარების დამძიმება გამოიწვია.
მოვითხოვთ, მთავრობამ ამ ეტაპზე მაინც გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, დაუყონებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები, რომელიც აუცილებელია რათა წარმოებდეს კონტროლი კორონავირუსის გავრცელებაზე, საწყის ეტაპზე 2 კვირით მაინც.
-რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეპიდემია თავიდან იქნას აცილებული?
ეს ზომებია:
-აიკრძალოს ტურისტული მიმოსვლა და ტურების გაყიდვა ნებისმიერი მიმართულებით;
-აიკრძალოს ფრენები გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით;
-გადაიდოს ყველა საერთაშორისო ვიზიტი;
-გამოცხადდეს არდადეგები საბავშვო ბაღებსა და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ეს ჯერ არ განხორციელებულა;
-დაიკეტოს ყველა რესტორანი, ბარი, კინოთეატრი, თეატრი, მუზეუმი და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილები;
-თვითიზოლაციის მექანიზმი სრულად ჩანაცვლებულ იქნას კარანტინში მოთავსებით;
-განხორციელდეს ქალაქების ცენტრალური, ტურისტულად აქტიური ქუჩების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
-პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდეს ზღვრული ფასები;

-რისკ ჯგუფის წარმომადგენელ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სახელმწიფოს დაფინანსებით გადაეცეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისეპტიკური და დამცავი საშუალებები;
-ქვეყნის მასშტაბით ყველა ექიმი და მედპერსონალი უზრუნველყოფილ იქნას სათანადო დამცავი საშუალებებითა და საინფორმაციო მასალებით;
-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა გაჩერება, ასევე ყველა ადმინისტრაციული დაწესებულება, აღიჭურვოს სადეზინფექციო საშუალებებით, ხოლო კერძო კომპანიებს დაუწესდეს ვალდებულება ანალოგიური საშუალებებით აღჭურვონ საკუთარი სამუშაო სივრცეები.
-მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უსასყიდლოდ დაკავშირება ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით.


წყარო: https://www.timer.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
08.04.2020

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:


ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყო სასურსათო,
აგრარული ბაზრობების დაკეტვა. ვთვლით,
08.04.2020


ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყო სასურსათო, აგრარული ბაზრობების დაკეტვა. ვთვლით,

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ გაგვცეს სასწრაფოდ პასუხი ხელისუფლებამ, რა ხდება ე.წ მატროსოვის
ციხეში, სადაც გამოკეტილი ყავდათ პოლიტიკური პატიმრები – ირაკლი
ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და სხვები. სად გადაყავთ ისინი, რა
მოტივირებით და ა.შ. ნუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობა
პოლიტ-პატიმართა გათავისუფლების პრობლემას დაგვავიწყებს.
08.04.2020

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ გაგვცეს სასწრაფოდ პასუხი ხელისუფლებამ, რა ხდება ე.წ მატროსოვის ციხეში, სადაც გამოკეტილი ყავდათ პოლიტიკური პატიმრები – ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და სხვები. სად გადაყავთ ისინი, რა მოტივირებით და ა.შ. ნუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობა პოლიტ-პატიმართა გათავისუფლების პრობლემას დაგვავიწყებს.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა სახალხო დამცველის დასკვნას, რომ 20
ივნისის დარბევაზე, ტყვიების სროლაზე გახარიას არ გაუცია ბრძანება,
პროვოცირებულია თვითონ გახარიას მიერ, რათა ჩამოიწმინდოს სისხლიანი
ხელები და პატრონს გადააბრალოს ყველაფერი, რომელიც, რა თქმა უნდა,
ბრძანების გამცემია, მაგრამ შემსრულებლებიც ასეთი მეთოდებით საქმიდან
ვერ გამოძვრებიან.
08.04.2020

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა სახალხო დამცველის დასკვნას, რომ 20 ივნისის დარბევაზე, ტყვიების სროლაზე გახარიას არ გაუცია ბრძანება, პროვოცირებულია თვითონ გახარიას მიერ, რათა ჩამოიწმინდოს სისხლიანი ხელები და პატრონს გადააბრალოს ყველაფერი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბრძანების გამცემია, მაგრამ შემსრულებლებიც ასეთი მეთოდებით საქმიდან ვერ გამოძვრებიან.
ვიდეოები