ახალი ამბები
დაურიგდეს თვითეულ ოჯახს ათასი ლარი, თუ წავიდეს მთავრობის ჯიბეებში?!


შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე ბიუჯეტის ის მუხლები დაასახელა, რომელიც შეიძლება, რომ ხალხზე, ოჯახების ათასლარიანი კომპენსაციისკენ იყოს მიმართული.

შალვა ნათელაშვილი:
_ დავირუსებულ მსოფლიოში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მილიარდელი მეთაური უარს ამბობს გასცეს ფულადი კომპენსაცია, კარანტინში მოქცეულ მოსახლეობაზე იმ მოტივით, რომ ამის საშუალება არ აქვს.
ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ ნახევარი მილიარდი, რომელიც მისათვისებლადაა გათვლილი.
მოვითხოვთ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას, ბიუჯეტის სასწრაფო კორექტირებას და თვითეულ ოჯახზე ათასი ლარის დარიგებას, რათა სამუშაოდაკარგულმა, ხელფასაღკვეთილმა, საარსებო გარემოს მოწყვეტილმა ადამიანებმა შეძლონ თავის გატანა კრიზისულ პერიოდში.

გაგაცნობთ რა თანხები აქვთ გადამალული მთავრობას მისათვისებლად:
  1. მეწარმეობის განვითარება _ 57 მლნ ლარი. ეს არის თანხა, რომელიც სახლში მიაქვთ ივანიშვილს, მამაცაშვილს, საგანელიძეს, საპარტნიორი და თანაინვესტირების ფონდებს.
  2. მოსახლეობის ელ. ენერგიით და გაზით მომარაგებით გაუმჯობესება _ 62 მლნ 800 ათასი. დაცინვაა. ათმაგს გვახდევინებენ შუქზე და გაზზე და კიდევ ბიუჯეტიდან მიაქვთ.
  3. მიწის ბაზრის განვითარება. მთელი მიწები არაბებს და ინდოელებს მიყიდეს და კიდევ 14 მლნ გამოუყვიათ, რომ კარგად დაწერონ გაყიდვის გეგმა.
  4. ერთიანი აგროპროექტი _ 131 მლნ 500 ათასი. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაჭმელი თანხა
  5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა _ 31. 5 მლნ ლარი. მსოფლიოში შეწყდა ტურიზმი და ეს თანხა სად უნდა წავიდეს?
  6. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია _ 36 მლნ. ორმოცი წელია სულ მელიორაციულ სისტემას აკეთებს ხელისუფლება. ამდენი თანხით მარსზე გაიყვანდნენ სარწყავ არხებს, მაგრამ ესეც მაგათ ოჯახებში მიდის.
  7. შრომის და დასაქმების სისტემის რეფორმის პროგრამა _ 6 მლნ ლარი. ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილები არ იქმნება, მთავრობა 6 მლნ-ს დასაქმების პროგრამის შედგენაში ხარჯავს.
  8. ფეხბურთის განვითარება _ 60 მლნ. ეს ის თანხაა, რომელზეც წლებია მოგახსენებთ, რომ კობიაშვილის, კალაძის და მაფიოზა სპორსტმენების ჯიბეებში მიდის.
  9. მთავრობის სამივლინებო ხარჯები _ 65 მლნ ლარი. მსოფლიოში ვიზიტები შეწყვეტილია, ამიტომ ეს ფული ხალხისთვის უნდა წავიდეს.
  10. სარეზერვო ფონდი _ 50 მლნ ლარი.

ანუ, ნახევარი მილიარდი სახეზეა. ახლა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, კორუმპირებული მთავრობის ჯიბეებში წავიდეს, თუ ხალხს, თვითეულ ოჯახს ათასი ლარი დაურიგდეს.
სანამ ჩვენ ამ ელემენტარულზე ვდავობთ, გუშინ საბერძნეთმა უკვე დაიწყო თვითეულ ოჯახზე 800 ევროს გაცემა. უკვე ვიცით, რომ ტრამპმა თვითეულ ამერიკელზე 1000 დოლარი გამოყო, დიდმა ბრიტანეთმა _ 2500 ფუნტი სტერლინგი; საფრანგეთმა, ჩეხეთმა, იტალიამ, ესპანეთმა მთლიანად გაუუქმეს გადასახადები.
მიხედეთ ხალხს!
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:
08.04.2020

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სუს-ის ყოფილი უფროსის გოგაშვილის პოსტს
გამიეხმაურა, რომელიც კარდიოლოგ ანზორ მელიას შეურაცმყოფელად
მოიხსენიებს
08.04.2020

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სუს-ის ყოფილი უფროსის გოგაშვილის პოსტს გამიეხმაურა, რომელიც კარდიოლოგ ანზორ მელიას შეურაცმყოფელად მოიხსენიებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სუს-ის ყოფილი უფროსის გოგაშვილის პოსტს
გამიეხმაურა, რომელიც კარდიოლოგ ანზორ მელიას შეურაცმყოფელად
მოიხსენიებს
08.04.2020

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სუს-ის ყოფილი უფროსის გოგაშვილის პოსტს გამიეხმაურა, რომელიც კარდიოლოგ ანზორ მელიას შეურაცმყოფელად მოიხსენიებს

შალვა ნათელაშვილმა ხარება ზაჰესში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს
მიულოცა და ხელისუფლებისგან, კვლავ ყველა ოჯახზე ათას ლარიანი
დახმარების გაცემა მოითხოვა.
08.04.2020

შალვა ნათელაშვილმა ხარება ზაჰესში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიულოცა და ხელისუფლებისგან, კვლავ ყველა ოჯახზე ათას ლარიანი დახმარების გაცემა მოითხოვა.
ვიდეოები