ახალი ამბები
“სამ წელიწადში ძალიან გავმრავლებულვართ, ან დიდი ფულის თავია დამარხული”
“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

“2017 წელს, ,,საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში 325 590 ოჯახი იყო რეგისტრირებული.
ქალბატონი ცქიტიშვილი მინიმუმ 1 მლნ 200 ათას ოჯახს ითვლის საიდან ითვლის?! სამ წელში ასე გავმრავლდით, ვითომ?! 325 590 ოჯახიდან 1 200 000 ოჯახამდე?
,,ელექტროენერგიაზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, გაზით _ 671 ათასი. ” _ მაია ცქიტიშვილი. ვინც 200 – ზე მეტს ხარჯავს და არ შეეხება ეს კიდე ცალკე რაოდენობააო…
არადა, ორივე ქოცების დათვლილია.
რა საინტერესოა ქოცური სტატისტიკა.
რამდენი ვართ, ბოლო ბოლო ?!
საარჩევნო წელი კია, მარა ნამეტანი ბევრი გამოვდივართ, ქალბატონ კინწურაშვილის თვლითაც კი…
სიტყვების თამაშია, თუ დიდი ფულის კატის თავია დამარხული?!”

ნინო რამიშვილი, იქვე ავრცელებს ლინკსაც, სადაც საქსტატის 2017 წლის მონაცემია აღწერილი.


წყარო: https://www.alia.ge
| ბეჭდვა |