ახალი ამბები
,,ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა თითოეულ ოჯახზე გაიცეს 1000 ლარი და მოსახლეობას ჩამოეწეროს ყველა საბანკო გადასახადი”

,,ლეიბორისტებმა მაინც მივაღწიეთ, რომ ხალხი გათავისუფლებულია სამთვიანი კომუნალური გადასახადისგან” _ ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ აგრძელებენ ბრძოლას, რათა ყველა ოჯახზე გაიცეს 1000 ლარი და საგანგებო პერიოდში, მოსახლეობას ჩამოეწეროს ყველა საბანკო გადასახადი. შალვა ნათელაშვილი: _ ლეიბორისტებმა მაინც მივაღწიეთ იმას, რომ ხალხი გათავისუფლებულია სამთვიანი კომუნალური გადასახადებისგან. შუქის, გაზის, წყლის, დასუფთავების თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხდის. ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე გაიცეს 1000 ლარი და საგანგებო პერიოდში ყველა საბანკო გადასახადი ჩამოეწეროს მოსახლეობას. მადლობას ვუცხადებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც თავიდანვე უჭერდა მხარს ჩვენს ინიციატივებს, ან მერე შემოუერთდა. სანაქებოა ეს ვითარება და არაა საპირველაპრილო ხუმრობა, მთავრობის ოფიციალური განცხადებაა და ვწუხვარ, რომ ამისთვის მრავალკვირიანი ბრძოლა დაგვჭირდა ხელისუფლებისთვის შესაგონებლად მათ აღექვათ, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველესად ნიშნავს საგანგებო ზრუნვას მოსახლეობაზე და საგანგებო ხარჯს ბიუჯეტიდან, რომლის სახლში წაღებასაც აპირებდნენ და რომელიც ჩვენ აღმოვუჩინეთ და დავუთვალეთ.

წყარო: https://euronews.ge
| ბეჭდვა |