ახალი ამბები
მოვითხოვთ შეწყდეს სასურსათო ბაზრების დაკეტვა და ამის ნაცვლად ვაჭრობა მოწესრიგდეს ისე, როგორც მაგალითად „კარფურში“ !


ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყო სასურსათო, აგრარული ბაზრობების დაკეტვა. ვთვლით, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია და ამის ნაცვლად მათი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად მოწყობა და ზედამხედველობის განხორციელება უნდა იყოს ხელისუფლების ამოაცანა !
საუბარია ბაზრებში იმგვარი წესების დანერგვაზე, რაც განხორციელდა „კარფურის“ ან სხვა მაღაზიებისა და „მარკეტების“ შემთხვევაში !
დაუშვებელია ორმაგი სტანდარტის გამოყენება „ბაზრებსა“ და მარკეტებთან, მათ შორის ივანიშვილის სახელთან ასოცირებულ „კარფურთან“ მიმართებაში ! ეს უსამართლოა და ბადებს კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებს !
რაც მთავარია,სოფლის მეურნეობისა და სხვა სასურსათო ბაზრობების, ეპიდსაწინააღმდეგო წესების დაცვით შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია ათასობით გლეხისა და მოვაჭრისათვის, ასევე ასიათასობით მომხმარებლისთვის ! ეს ასეა, რადგან სწორედ ბაზრობებზეა დამოკიდებული არამხოლოდ გამყიდველთა ერთადერთი საარსებო წყაროს შენარჩუნება, არამედმოსახლეობისათვის საკვებ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნება.
ეს ელემენტარულია, რადგან რაც ნაკლები სავაჭრო ობიექტი იარსებებს, მით უფრო გაიზრდება ლარის ინფლაციისა და სხვა მიზეზებით ისედაც გაზრდილი ფასები სურსათზე !


| ბეჭდვა |