ახალი ამბები
ივანიშვილის „მთავრობა“ „კომენდანტის საათის“ საფაქვეშ პოლიციურ რეჟიმს აგუებს საზოგადოებას !
კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით გამოცხადებულ „ღამის კომენდანტის საათს“ ივანიშვილის რეჟიმი ძირითადად პრ მიზნებისათვის იყენებს და ამასთანავე ცდილობს ინფიცირების შიშით შეპყრობილი საზოგადოების დათრგუნვას და პოლიციის პერმანენტულ ძალადაობასთან შეაგუებას.

კოლოსალურ და მოქალაქეთა რეალურ საშუალო შემოსავალზე 6-7-ჯერ მაღალ ჯარიმებს, სამართალდამცავთა აღვირახსნილი ძალადობაც ემატება ! პოლიციელთა მხირდან დანაშაულებები ეპიდემიამდეც არ იყო იშვიათი, მაგრამ საგანგებო ვითარებში, მათმა სიხშირემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ! პრქტიკულად ყოველღამე, „კომენდანტის საათის“ საფარქვეშ პოლიცია კოლოსალურ ჯარიმებთან ერთად, მოქალაქეთა ცემით, გატაცებითა და შეურაცხყოფითაა დაკავებული !!
აჭარა, ჭიათურა, ფოთი... კაცები, ქალები და უკვე სამართალდამცავთა მაკონტროლებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებიც ! ! ყველა ძალადობისა და შეტევის ობიექტადაა ქცეული !
მიუხედავად კონკრეტული დაზარალებულების ღია კომენტარებისა, რა თქმა უნდა, არავინ არ ისჯება და ხდება ძალადობის მეტად და მეტად წახალისება ! ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს შს მინისტრ გომელაურის სატელევიზიო გამოსვლაც, რომელშიც მან ჭიათურაში მომხდართან დაკავშირებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, პოლიციელები უდანაშაულოდ გამოაცხადა !
განსაკუთრებით საგანგაშოა საზოგადოების პასიურებაც სამართალდამცავთ ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში და გარკვეული „სტოკჰოლმის სინდრომის“ ნიშნებიც კი !
თუ სიტუაცია არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენ შეიძლება სახეზე მივიღოთ პუტინისეული მმართველობის სრული ანალოგი, ივანიშვილის ხელისუფლების სახით ანუ ერთგვარი პოსტკორარული პოლიციური რეჟიმი და დიქტატურაც კი ! !


| ბეჭდვა |