ახალი ამბები
ივანიშვილის აფიორული ტრანზაქცია _ ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა

,,ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მისი შემოქმედების მეორე აფიორაა, უფასო ფულთან ერთად.
თუ ასე არ არის, დაურიგონ ყოველ ოჯახს ათას - ათასი ლარი" _ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
შალვა ნათელაშვილი:
_ გუშინ ზარ- ზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მისი შემოქმედების მეორე აფიორაა, უფასო ფულთან ერთად. დამერწმუნეთ, არცერთი თეთრი ხალხთან არ მივა. ეს არის იმ 20 მილიარდიდან პატარა მოციცქნილი თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ასე არ არის, დაურიგონ ყოველ ოჯახს ათას - ათასი ლარი, როგორც მიღებულია ანტიეპიდემიური მსოფლიო პრაქტიკით, ყველა ქვეყანაში და ნუ გვეწუწავებიან ამ მძიმე დროს მაინც, როცა ადამიანების სიცოცხლე და ჯანრთელობა სასწორზეა დადებული.
სამწუხაროა, რომ მილიარდელებსა და ოლიგარქებშიც ბედი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას. გადახედეთ ივანიშვილის კოლეგებს მსოფლიოში. ბილ გეიტს 36 მილიარდი აქვს ქველმოქმედებაში გაშვებული, სოროსს _ 26. ,,ფორბსის" სიიდან 106 - მა მილიარდელმა, სადაც ეს ბატონიცაა, ვალდებულება აიღეს, რომ ქონების ნახევარს ქველმოქმედებაზე დახარჯავენ. ეს ერთადერთია, ვინც ეს არ გააკეთა. იქაც ძუნწ და არაქველმოქმედს განასახიერებს. ცნობილი ,,ჰილტონის" სასტუმროთა ქსელის მფლობელმა შვილებიც კი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და 3 მილიარდი აფრიკაში შიმშილის დაძლევის ფონდს ჩაურიცხა. ივანიშვილმა რა ქნა? შექმნა თანაინვესტირების ფობდი, რომლითაც უნდა ავეყვავებინეთ, 7 მილიარდის აკუმულირება მოახდინა და 1 თეთრი არ გაუმეტებია ადამიანებისთვის. შექმნა 2 მილიარდიანი საპარტნიორო ფონდი, დანიშნა 30 ათას ლარიანი ხელფასით თავმჯდონარედ საგანელიძე და ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია. ახლაც, კორონათი ისარგებლა. მსოფლიოში საწვავი იაფდება, ამან გაძვირება დაიწყო. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც საკვები ძვირდება.
20 მილიარდი გაქვს ქვეყნიდან, ხალხისგან წაღებული _ რკინიგზიდან, პორტებიდან, სატრანზიტო გადაზიდვებიდან ჰიდროელექტროსადგურებიდან, საყდრისიდან და 30 მლნ დოლარს იმეტებ?! იმ დროს ევროკავშირი 200 მლნ - ს გვჩუქნის.
სადაა თვითონ დაკარგული?! რომელ ჟირაფს და პინგვინს დასდევს?! არ უნდა გამოსულიყო და ერთი თბილი სიტყვა ეთქვა, თქვენთან ვარო?! თუმცა ეს შეიძლება მოსაწონიცაა. აღარ მოგვატყუა. ის არ ყოფილა ჩვენს გვერდით, არაა და არც იქნება! ის არის და იქნება თავის ქონებასთან, ოქრო - ვერცხლთან, რომელიც სისხლით, ხალხის ძარცვით და ქართული სახელმწიფოს დაქცევით დააგროვა და ეს დაქცევა უნდა გავაჩეროთ! კორონასთან ერთად ისტორია ბიძინა ივანიშვილსაც წაიღებს!
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86