ახალი ამბები
პროტესტის ნიშნად ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა დატოვა !

დღეს საარჩევნო სისტემის რეფრიმირებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მეოთხე შეხვედრა იმართებოდა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პროტესტის ნიშნად დატოვა ! აღნიშნულის მიზეზებზე კი ბუნებრივია პარლამენტის თავმჯდომარესა და შეხვედრის მონაწილეებს ადგილზევე განუცხადა !
პროტესტი კი გამოიწვია ერთის მხრივ პოლიტიკური რეპრესიების განახლებამ, მათ შორის ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობის მისჯამ, „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წარმომადგენლის უკანონოდ - 9000 ლარით დაჯარიმება, ასევე ზოდელავას მიმართ 13 წლის წინანდელი საქმის „გაცოცხლებამ“ ! პროტესტის მიზეზი ასევე გახდა ის, რომ ხელისუფლების მხრიდან შეხვედრამდე არ ყოფილა გადმოგზავნილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რაც სავარადოდ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დასმული პრინციპული საკითხების გაუთვალისწინებლობაზე უნდა მეტყველებდეს. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების სამთავრობო პაკეტთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია გაჟღერებულ იქნება მოგვიანებით, როდესაც გაირკვევა ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო პოზიცია მახინჯი და გაყალბებაზე ორიენტირებული საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით !
| ბეჭდვა |