ახალი ამბები
ვინ ურეკავდა მერაბიშვილს რატომ არ იჭერ ნათელაშვილსო?

“ლეიბორისტული” პარტიის პოლიტ. საბჭოს წევრი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ტვ ,,იმედი”რომ დააქციეს 7 ნოემბერს, მაშინ ნაციონალების მთავარი მრჩეველი ვინ იყო ? ვინ ვერ ბედავდა პოლიტიკაში ღიად შემოსვლას პატარკაციშვილის სიცოცხლეში და რატომ?

ვინ თქვა მოგვიანებით, ტელევიზორს არ ვრთავდი და სააკაშვილი და მერაბიშვილი როგორც მეუბნებოდნენ, გადატრიალება იყო, ის მჯეროდაო?

ვინ ურეკავდა მერაბიშვილს რატომ არ იჭერ ნათელაშვილსო და მერე ვისმა ბანკმა გასცა პრემიები სპეცრაზმელებზე, ახსოვს ვინმეს?!

თქვენ მართლა ჩალით დახურული ჰო არ გგონიათ ეს ქვეყანა?!”

წყარო: https://www.alia.ge
| ბეჭდვა |