ახალი ამბები
ას პროცენტიანი ზარალი გვაქვს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში- ნიკოლოზ ვარდოშვილი

სეტყვა და ძლიერი წვიმა იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. კერძოდ, განსაკუთრებით დაისეტყვა ქალაქი საგარეჯო და სოფელი გიორგიწმინდა.

ლეიბორისტული პარტიის, კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით :

-ას პროცენტიანი ზარალი გვაქვს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში და სიღნაღის მუნციპალიტეტის დაბა წნორში. განადგურებულია როგორ სასოფლო სამეურნეო სავარგულები ასევე ვენახები.

მე დღეს მაინტერესებს პირველი, ის რომ რატომ არ იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო კომპანია „დელტას“ სამსახურმა. რაშიც მოსახლება ასიათობით ლარს ვიხდით და მეორე მოვითხოვ მთავრობამ დაუყონებლივ გამოყოს თანხები სარეზერვო ფონდებიდან სტიქიით დაზარალებულთათვის.

ხომ გვეუბნება ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩარიცხა კორონა ვირუსთან ბრძოლის ფონდში?! ხო და თუნდაც მაგ თანხიდან, დაეხმარონ საგარეჯოელებს. რადგან, კორონაზე დიდი საფრთხე, მოსახლეობისთვის დღეს მათი შიმშილია.

წყარო: http://mak.ge
| ბეჭდვა |