ახალი ამბები
მოვითხოვთ, 200 ლარიანი კომპენსაცია ყველა მოქალაქეზე გაიცეს , 6 თვის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველაზე !


„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, საპარტნიორო ფონდის ოფისთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მთავრობისაგან საქართველოს ყველა მოქალაქისათვის 200 ლარიანი კომპენსაციის 6 თვის ვადით გაცემა მოითხოვა !


მისი განცხადებით, მთავრობის პირდაპირი, კონსტიტუციური მოვალეობაა დაიცვას ყველა მოქალაქის სიცოცხლის უფლება, არა მარტო კორონავირუსისაგან, არამედ შიმშილისგანაც ! ნათქვამიდან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, 6 თვის ვადით, 200 ლარიანი კომპენსაციის ყველა მოქალაქეზე და არა მხოლოდ დასაქმებულებზე გაცემას, რადგან ყოველი ადამიანის სიცოცხლე თანაბრად მნიშვნელოვანია! მოვუწოდებთ მთავრობას, ეს თანხა გაიცეს აბსოლუტურად ყველაზე და ყოველგვარი საბუთომანიის გარეშე, ანუ იგი მიეცეს თვითდასაქმებულებსაც, უმუშევრებსაც და დასაქმებულებსაც ! მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ ქვეყანაში არცერთმა მოქალაქემ ამ ისედაც უაღრესად მწირ და ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები თანხა არ უნდა მიიღოს, მათ შორის არც სოციალურად დაუცველებმაც, რომლებიც 200 ლარზე ბევრად ნაკლებს იღებენ !
ერთადერთი კატეგორია ვისზეც არ უნდა გაიცეს ყოველთვიური 200 ლარი, ეს ის ასი ათასი მოქალაქეა, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. მათ გარდა სხვა ყველა დანარჩენისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია !

აღნიშნულისთვის საკმარისი თანხები ჩვენს მოქმედ ბიუჯეტშიც კი არსებობს, ყოველგვარი დამატებითი, ჩვენი გადასახდელი სესხების აღების გარეშეც ! ამისათვის საკმარისია მთავრობამ საკუთარი მადა დაიოკოს, უარი თქვას ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე, პრემია-დანამატებზე, ოფისების ფეშენებელურ რემონტებზე და სხვადასხვა გაუმართლებელ მეგა-პროქტებზე !

მათ შორის მოვუწოდებთ, ეპიდემიის პერიოდში მაინც აღარავისზე გასცენ ათიათასობითლარიანი ხელფასები, მაგალითად, ისე, როგორც ამ ფონდის დირექტორ დავით საგანელიძეზე, რომელიც დღემდე თვეში 24 000 ლარამდე იღებს ! ამის ნაცვლად კი, ამ 6 თვის ვადით მაინც, მისთვისაც და ყველა თანამდებობის პირისთვის გაცემული ხელფასი შეიზღუდოს 3000 ლარამდე ! ! უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ მომავალშიც, არცერთ, ვიმეორებ არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ უნდა ეძლეოდეს პენსიის თხუთმაგ ოდენობაზე მეტი ხელფასი !


 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
23.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
23.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86