ახალი ამბები
აიკრძალოს ავბედითი ეგზიტპოლები

ლეიბორისტები კვლავ მოითხოვენ არჩევნების დღეს ეგზიტპოლების ჩატარებას.

ამის შესახებ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს;
,,თუ საქართველოში არ აიკრძალება არჩევნების საღამოს ეგზიტპოლების გამოქვეყნება (როგორც ეს მოხდა იგივე საფრანგეთში), ჩათვალეთ, რომ არავითარი არჩევანი ხალხს კვლავ, არ ექნება. ყველა პარტია თავისი კონტროლირებადი ტელევიზიით გამოაცხადებს საკუთარ, მილიონიანი ხარჯით შეთითხნილ გამოკითხვებს უბანთან, რის შემდეგაც ვითომ შეუთავსებადი პარტიები, ხელისუფლება, საერთაშორისო სეგმენტები, ოლიგარქიული ჯგუფები ისევ მოილაპარაკებენ ვის რამდენი დაუწერონ და ადგილობრივი საარჩევნო კომისიებიც შესაბამისად გააფორმებენ ოქმებს. ისტორიის ექსპრესი კი კვლავ უკვე მერამდენედ ჩაგვიქროლებს. ამიტომ, გინდა ნამდვილი არჩევნები? _ აიკრძალოს ავბედითი ეგზიტპოლები."

გადავხედოთ საბედისწერო ისტორიას ამ ასპექტშიც:
  1. 1995 წელი. შევარდნაძის მოქკავშირი, აბაშიძის ,,აღორძინება" და მაშინდელი ედპ- ე გარიგდნენ ეგზიტპოლებით, შევიდნენ პარლამენტში და გარეთ დატოვეს ბარიერგადალახული მინიმუმ ხუთი პარტია, ,,21-საუკუნე"_ ზვიადისტების, სოც.დემოკრატები,    ტრადიციონალისტები, სოციალისტები.
  2. 1999 წელი. ეგზიტპოლებით კვლავ გარიგდნენ შევარდნაძის მოქკავშირი, აბაშიძის ,,აღორძინება" და თოფაძის ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართელოს", გარეთ დატოვეს ბარიერგადალახული და მინიმუმ 17 პროცენტიანი ლეიბორისტული პარტია და სხვათა    შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც.
  3. 2003 წელი. შევარდნაძე-აბაშიძის ეგზიტპოლურმა გარიგებამ გამოიწვია მათ შორის ვარდების რევოლუციაც, დაზარალებული კი კვლავ ლეიბორისტული პარტია გამოვიდა, რომლის წინააღმდეგაც ყველა გარიგდა უპირველესად ეგზიტპოლებით, შედეგად      დაწერილი 12.5 პროცენტის მიუხედავად საერთოდ დაგვითხოვეს პარლამენტიდან.
  4. 2004 წლის მარტი. პროპორციული უკანონო არჩევნები, მაგრამ ისევ ეგზიტპოლური გარიგება ამჯერად ნაცებსა და მრეწველ--მემარჯვენეთა ბლოკს შორის და ბარიერგადალახულ პარტიას კვლავ გვტოვებენ გარეთ
  5. 2008 წელი. ყველაფერი იწყება კვლავ ეგზიტპოლური გარიგებით, მაშინდელ მმართველ პარტიასა და იმდროინდელ ქრისტიან-დემოკრატებს შორის და ისინი იყოფენ ადგილებს პარლამენტში. ,ლეიბორისტები კი შევდივართ, მაგრამ ვაი იმ შესვლას, ნახევარი  ჩვენი ხმებისა მიითვისეს, რის გამოც სხვა ოპოზიციიასთან ერთად და მათი მოთხოვნითაც ბოიკოტს ვაცხადებთ.
  6. ავბედითი 2012 წელი კი ლეიბორისტებმა მართლაც პირველად ვერ გადავლახეთ ბარიერი. ჩვენი ამომრჩეველი გავარდა ბიძინას უფასო ფულის ამოსათხრელად, მაგრამ მმართველმა პარტიამ და ,,ქართულმა ოცნებამ" თავ-თავისი ეგზიტპოლები გამოაცხადეს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მარაზმი ამ კვლევებისა. გახსოვთ ალბათ ნაცებმა პირველი ადგილი,რომ გამოიცხადეს.,
  7. 2016 წელი. ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიით მსოფლიოს გასაგებად წინასწარ აცხადებს,რომ ლეიბორისტულ პარტიას შეუძლია გადალახოს ბარიერი, მაგრამ პარლამებტში ჩვენი შესვლა დაუშვებელია და ასე აგიცხადდეთ ყველაფერი კარგი - ქვეყნდება ეგზიტპოლი და დღემდე ის პარლამენტია რაც არჩევნების შედეგთა დათვლამდე გამოგვიცხადეს . ახლა მეტი რაღა მტკიცება გვინდა,რომ დავასაფლავოთ ეს უბედურება სახელად ეგზიტპოლი, ვიდრე ქვეყანა, როგორც სახელმწიფო დაიმარხებოდეს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86