ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით
გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ ქართული ოპოზიცია გოიმია.
,,ირაკლი, შენი აზრით, ალბათ ,,სვეტი” ოპოზიციონერი იყო მამაშენიც,
რომელმაც 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო ზურაბ ჟვანიასთან ერთად
მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან წამოკოტრიალებულმა
რომ გაატარა მოთხოვნით _ ,,გადადგეს დიქტატორი გამსახურდია!”.
სწორედ ამ ,,სვეტობას” მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი,
აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულათასობით მოკლული ადამიანის სისხლი,
რომლითაც მერე შენ გაგზარდეს ტორტებით და ,,სვეტურად”. შენი აზრით,
ჩვენ, ,,გოიმები” რას შევეჯიბრებით იმ ,,სვეტობას”, _ დაწერა შალვა
ნათელაშვილმა.
წყარო:. https://sarkenews.ge