ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: ,,ამიტომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა”

,,ქართულ სახელმწიფოებრიობას სამი ძირითადი მტერი ჰყავს”, _ წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ამ ,,მტრებს” ასახელებს _ მეზობელ ქვეყნებს, ოლიგარქებს და საპატრიარქოს.

,,უკვე გავიდა გარკვეული დრო მას შემდეგ, რაც ყველა რელიგიური კონფესია დაემორჩილა საგანგებო მდგომარეობის კანონს და არ ჩაატარეს შესაბამისი რიტუალები _ ქართული მართლმადიდებელი სამღვდელოების გარდა. ამაზე მე კიდევ მექნება გარკვეული პუბლიკაციები, მაგრამ ახლა თეზისურად გთავაზობთ მთავარს _ ქართულ სახელმწიფოებრიობას ობიექტურად სამი ძირითადი მტერი ჰყავს:

1.ყველა მეზობელი სახელმწიფო რუსეთის თამადობით. მათი მიზანია, ჩვენ არ გვქონდეს სახელმწიფოებრიობა, რათა ამ ქვეყანათა საზღვრები მიებჯინოს ერთმანეთს ყოველგვარი ქართული სივრცის გარეშე და მათი ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო ჩვენი ათასწლოვანი ყოფიერების არსი.

2.ოლიგარქია _ ისტორიული დიდვაჭრები. მათი მიზანია, ქართულ სახელმწიფოს ან თვითონ მართავდნენ გასამდიდრებლად, ან იგი საერთოდ არ არსებობდეს.

3. საპატრიარქო. ის მუდმივად ხედავდა კონკურენტს ქართულ-სახელმწიფოებრიობაში. ცდილობდა, თვითონ ემართა ქვეყანა ღმერთის სახელითა და ხალხის დაშინებით ან გამოეცხადებინა დამპყრობლები, მაგალითად, მონღოლები ღმერთის გამოგზავნილებად, თუ ისინი ხალხის ხარჯზე საგადასახადო შეღავათებს მისცემდნენ. ამიტომ დააჭრა ქუსლები ღვთის სახელით მოვაჭრეთ დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის შემდეგ. ეს, ასე ვთქვათ, შესავალი. დანარჩენს შემდგომ პუბლიკაციებში გაგიზიარებთ”, _ წერს შალვა ნათელაშვილი.

წყარო: https://sarkenews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა ნათელაშვილმა ხალხს
წიწამურიდან მიულოცა.
26.05.2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა ნათელაშვილმა ხალხს წიწამურიდან მიულოცა.


გუშინ, 25 მაისს, კალაძის ხელშეწყობით, „ალუბლის ბაღის“ ჩაბეტონების
წინააღმდეგ პროტესტის გამო დამაკავეს !
26.05.2020


გუშინ, 25 მაისს, კალაძის ხელშეწყობით, „ალუბლის ბაღის“ ჩაბეტონების წინააღმდეგ პროტესტის გამო დამაკავეს !

ლეიბორისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩხარტიშვილმა
ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადა.
26.05.2020

ლეიბორისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩხარტიშვილმა ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადა.

ლეიბორისტული პარტიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა
ჩხარტიშვილი თბილისში, ერთ_ერთი უკანონო მშენებლობის გაპროტესტებისას
დააკავეს.
26.05.2020

ლეიბორისტული პარტიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისში, ერთ_ერთი უკანონო მშენებლობის გაპროტესტებისას დააკავეს.
ვიდეოები