ახალი ამბები
ვფიქრობ, 10 ივნისს, ჩემი მე-14 პოლიტდაკავება, მორიგი პოლიტგანაჩენით დასრულდება, მაგრამ ვერ გამაჩერებენ!


გუშინ, 25 მაისს, კალაძის ხელშეწყობით, „ალუბლის ბაღის“ ჩაბეტონების წინააღმდეგ პროტესტის გამო დამაკავეს !
სამი ხელისუფლების პირობებში, ეს რიგით მე-14 დაკავებაც პოლიტიკური და უკანონო იყო ! საქმე ისაა, რომ გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია ხელისუფალთა კორუფციული ინტერესების გამო, თბილისის ერთ-ერთი უკანასკნელი რეკრეაციული სივრცის ადგილას კორპუსის მშენებლობა, მისი წამოწყება ფორმალურ სამართლებრივადაც სრულიად უკანონო გახლავთ ! აშკარად კალაძესთან დაახლოებულ ინვესტორს, კომპანია „ენაიდის“ წარმომადგენელს, რომელსაც პოლიცია უმაგრებდა ზურგს, ხელთ ქონდა, სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მომჩივნებს ანუ მოსახლეობას არც კი ჩაბარებია. ნათქვამიდან გამომდინარე მისი გასაჩივრების საშუალება სამეზობლოს არც ქონდა, შესაბამისად ის არ და ვერ ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესულ დოკუმენტად და მის საფუძველზე წამოწყებული მშენებლობაც უკანონოა ! სწორედ ამ უკანონობის აღკვეთას და სათანადო ოქმის შედგენას მოვითხოვდი მაშინ, როცა პოლიციამ უკანონოდ დამაკავა. მზად ვარ, როგორც მთელი ცხოვრება, კიდევ მრავალი პოლიტპატიმრობაც ავიტანო, რადგან ვაპირებ, როგორც ეკოლოგმა და პოლიტიკოსმა, უფლებადამცველმა და ადამიანმა, ბოლომდე ვიბრძოლო როგორც ბუნებისა და საარსებო გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და სხვა უფლებების დასაცავად ! მათ შორის, განსაკუთრებით თბილისელთა ეკოციდის, უკანასკნელი რეკრეაციული სივრცეების განადგურების და დამღუპველი ჰესომანიის წინააღმდეგ ! რას შეეხება სასამართლოს, იგი 10 ივნისისთვის გადაიდო, შსს-ს და სხვა ვიდეო ჩანაწერების წარმოსადგენად... სამწუხაროდ „განაჩენი“ რომ პოლიტიკური იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ 14-ჯერ კი არა, 34-ჯერ რომ გამიშვან პოლიტპატიმრობაში, ამით მაინც ვერ შემაჩერებენ ვერც მე და ვერც ჩვენ !
| ბეჭდვა |