ახალი ამბები
ასეთი ხალხის კვალი პოლიტიკიდან უნდა ამოიძირკვოს

შალვა ნათელაშვილი:

,,დღეს კვლავ ვიხილეთ სირცხვილის გამოფენა პარლამენტში. უაზრო ადეპტი, საუბედუროდ თავდაცვის მინისტრი, რიხით გვიცხადებს არმიაში პოლიტიზაციის ამოძირკვაზე და იქვე ამაყად აცხადებს, რომ პარაკელურად მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანია. ბავშვობაში, ჩვენთან, ბაზალეთში კინო მოჰქონდა უსაყვარლეს სომეხ კაცს, სეროჟას, რომელიც უფასოდ გვიშვებდა ბავშვებს კლუბში. ღარიბაშვილი ფიზიკურად იმ სეროჟას ასლია, მაგრამ ბოროტი, მონა და მტაცებელია, მისგან განსხვავებით. თვალში მომხვდა ორი ჩემპიონი მლიქვნელობაში: მწვანე-მოღალატე გია გაჩეჩილაძე, რომელიც დღემდე გვიმტკიცებს, რომ ივანიშვილის დამანგრეველი ჰესები ღვარცოფისგან დაიცავენ მთას და ლადო კახაძე, რომელიც დავნიშნე, პირდაპირი გაგებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ 1998 წელს და რომელმაც მწარედ გვიღალატა _ გადახტა შევარდნაძესთან და დაითრია მილიონიანი ქონებები. ვაი, სირცხვილო! ასეთი ხალხის კვალი უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკიდან და მერე დაიწყება შველა.
| ბეჭდვა |