ახალი ამბები
დემოკრატიულმა სამყარომ ცივი ომი გამოუცხადა საქართველოს არადემოკრატიულ, ხალხმოძულე, გაუმაძღარ, კორუმპურებულ ხელისუფლებას

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს მმართველ ძალას მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
შალვა ნათელაშვილი: _ შინგტონიდან ერთმანეთზე კარგი ამბები მოდის. რამდენიმე საათის უკან, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჩვენმა დიდმა მეგობარმა ჯიმ რიშმა დაარეგისტრირა ცვლილებები ამერიკის თავდაცვის აქტში, რომლის თანახმადაც, ივანიშვილის რეჟიმისთვის არა მარტო საქართველოში, მთელ დემოკრატიულ მსოფლიოში აღარ რჩება ადგილი. პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისგან და ამერიკის პოლიტიკა შემდეგში, უკავშირდება ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას.
შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისგან იქნება, რომ მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რითაც ყველა პოლიტიკურ ძალას შეექმნება პოლიტიკური პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობის შექმნის და შავ-ბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისთვის.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რეჟიმის მმართველ, რუს ოლიგარქს და მის დამქაშებს: ,,მეგობრებო!" დიდი ხანია მიუღებელი გახდით არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. ოდნავ ადექვატური ადამიანი და პოლიტიკური ძალა სწორ დასკვნას გააკეთებდა, საკუთარ მდგომარეობას მაინც არ გაირთულებდა.
რომელი ერთი რეზოლუცია ჩამოვთვალო, მარტო ამერიკის სენატსა და კონგრესში მიღებული?! ამდენი რეზოლუცია მუსოლინისა და ჰიტლერის მიმართ არ ყოფილა. ეს არის ცივი ომი, რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს არადემოკრატიულ, ხალხის მოძულე, კორუმპურებულ, გაუმაძღარ რეჟიმს გამოუცხადა. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გაგვეცლება, თუ მთელ დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად გადავუაროთ. სტაბილურივისთვის, ჯობია უარი თქვან არჩევნებზე
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

რეგიონში პანთურქიზმის გაძლიერებაზე საფრთხეზე ისაუბრა ლეიბორისტული
პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.
05.07.2020

რეგიონში პანთურქიზმის გაძლიერებაზე საფრთხეზე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.

რეგიონში პანთურქიზმის გაძლიერებაზე საფრთხეზე ისაუბრა ლეიბორისტული
პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.
05.07.2020

რეგიონში პანთურქიზმის გაძლიერებაზე საფრთხეზე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე.

,,რვა მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი უნდა შესრულდეს
05.07.2020

,,რვა მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი უნდა შესრულდეს"_ გიორგი გუგავა

,,რვა მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი უნდა შესრულდეს
05.07.2020

,,რვა მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი უნდა შესრულდეს"_ გიორგი გუგავა
ვიდეოები