ახალი ამბები
IRI - ლეიბორისტული პარტიის ხედვა ეკონომიკაზე
2020წ. ივლისი

როგორც ამბობენ, სულ ერთია რა ფერის არის კატა. მთავარია, რომ მან თაგვი დაიჭიროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა და ბიზნესი უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული, ის უდნა ავსებდეს ბიუჯეტს. ბიუჯეტი უნდა ეშვებოდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სოციალური საჭიროებებისათვის. არავინ ქვეყანაში შიმშილით არ უნდა კვდებოდეს, არავინ უნდა იხდიდეს მდიდრების მაგივრად გადასახადს, სუსტი უნდა იყოს დაცული, ძლიერი - გაკონტროლებული. ამასთან, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბიზნესის საქმიანობაში, არ უნდა ცდილობდეს მის ზედმეტად, ავადმყოფურად, ბოლშევიკურად დარეგულირებას; არ უნდა ახდენდეს მონოპოლიზაციას, რაც შემდეგ იწვევს ფასების ზრდას, ნეპოტიზმს, კორუფციას და საბოლოო ჯამში ეს არტყამს სოციალურ ვითარებას ძალიან მძიმე სახით.

ყველაფერი ეს ერთობლიობაში, ანუ, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა, ამის შედეგად, სოციალური დაცულობა, ბიზნესის თავისუფლება, გვაძლევს იმ სამ გიგანტურ სვეტს, რომელზეც შენდება დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და მასმედია და ბედნიერი მოქალაქე. ეს არის ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ხედვა მთლიანად საქართველოს სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარეც. ისეთი რეცეპტი, გადარჩენისა და ეკონომიკური „კატასტროფული“ აღმასვლის, რიკარდო სმიტს და სხვა ცნობილ მსოფლიო ეკონომისტებს არ მოუციათ. ყელაფერი არის პროცესი, ყველაფერს სჭირდება თავისი დრო, მაგრამ საუბედუროდ, საქართველომ ეს დრო გაუშვა და 30 წელი ჩვენ გავატარეთ იმაში, რომ რომელი მმართველი კლანიც მოვიდოდა ხელისუფლებაში, ის ითვისებდა ეკონომიკას და ბიზნესს, ხოლო ხალხი რჩებოდა სოციალურ სიღატაკეში.

დღეს უკვე მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლა, მაჟორიტარიზმის მოსპობა, რაშიც ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს ჩვენმა მოკავშირეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, არის იმის გარანტია, რომ კლანების მოსვლა ხელისუფლებაში დამთავრდება და შესაბამისად, დასრულდება ეკონომიკის მონოპოლიზაცია, უცხოური ინვესტიციების დევნა და ამის შედეგად, სოციალური კატასტროფა.


წყარო: IRI.Georgia
| ბეჭდვა |  E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include() [function.include]: Failed opening '/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php53/usr/share/pear:/opt/alt/php53/usr/share/php') in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80