ახალი ამბები
“გაიგოს თურქეთმა და თურქის ტყავში გამოწყობილმა ქართველმა ერდოღანმა – აია-სოფია არაა თურქული…”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც თურქულმა სასამართლომ დღეს მუზეუმის წოდება გააუქმა და თურქეთის სახელმწიფოს ამის მისცა შესაძლებლობა, რომ იგი მეჩეთად გადააკეთონ:

“ეს გადაწყვეტილება 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ვანდალიზმი და 1453 წლის შემდეგ ფაქტობრივად კონსტანტინოპოლის ხელმეორე ოკუპაციაა.
გაიგოს თურქეთმა და უპირველესად თურქის ტყავში გამოწყობილმა ქართველმა ერდოღანმა, რომ არა მარტო აია–სოფია არაა თურქული არამედ მათგან სტამბულად წოდებული კონსტანტინოპოლი, რომის იმერიის, შემდგომ ბიზანტიის დედაქალაქი და მსოფლიო ქრისტიანობის ცენტრია.”

წყარო: https://www.alia.ge
| ბეჭდვა |