ახალი ამბები
ვინ რეცხავს მთაწმინდას კანალაზაციის წყლით…_ რა გაიხსენა ყოფილმა ჟურნალისტმა

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ რამ გამახსენა არ ვიცი, არც ზუსტი თარიღი მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის ეპოქა კი იყო.
ასლან აბაშიძეს აჭარის წარმომადგენლობა ჰქონდა თბილისში ( სერიოზულად, ასე ერქვა), თავისუფლების მოედანაზე, სადაც უფროსი ჰამლეტა (ასე მოვიხსენიბედით ჟურნალისტები), ჭიპაშვილი იყო. იმ სივრცეში, ყოველ ოთხშაბათს პრესკონფერენციები ტარდებოდა.
ერთი პერიოდი, ცხონებული გურამ შარაძე უზომოდ გაბრაზებული, გამუდმებით ატარებდა ბრიფინგებს, ჩივილით, ვიღაც ჩვენს წმინდა მიწაზე, ნარიყალაზე რაღაც უშველებელ სიმახინჯეს აშენებს და მისმა კანალიზაციამ უნდა ჩაგვირეცხოს მთაწმინდაძე ჩვენი გენიოსების საფლავები, ვინაა ეს თავხედი, არ ვაპატიებო… ვერაფრით დაადგინა ვინ აშენებდა იმ ჯანდაბა სიმახინჯეს, პატრონი ვინ იყო _ არ ამხელდა შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი…
მერე, ძალიან გვიან (ბატონი გურამი უკვე ცოცხალი აღარ იყო), გაირკვა, ვინ დააჯდა თავზე ქვეყანას იმ თავისი სიმახინჯით და ვინ რეცხავს მთაწმინდას კანალაზაციის წყლით… და არა მხოლოდ მთაწმინდას…

 

| ბეჭდვა |