ახალი ამბები
ფარისევლობასაც აქვს ზღვარი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმა თავის წიგნში, რომელიც ახლახანს გამოსცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სიტყვის კაცი უწოდა. რასაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა: ,,ფარისევლობასაც ხომ აქვს ზღვარი?! სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი გახლდათ გარანტი რუსეთთან არა მარტო ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და როცა პუტინმა ჩაგვყლაპა ერთი საპროტესტო წინადადება არ დასცდენია, ახლა კი გამოდის, რომ პუტინი სიტყვის პატრონი და უერთგულესი მეგობარი ყოფილა. სირცხვილი და თავის მოჭრა,მეტი არაფერი, თუმცა მეტი რაღა...."

წყარო: https://lenta.ru
| ბეჭდვა |