ახალი ამბები
ანტიოლიგარქიული პაქტი _ შალვა ნათელაშვილის შეთავაზება ოპოზიციას

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციონერ კოლეგებს ანტიოლიგარქიული პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

შალვა ნათელაშვილი:
_ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ბედნიერება და მომავალი საზღვარგარეთ გაზიდა და მიითვისა ასამდე ოლიგარქმა, რომლებიც ომავდროულად ,,მოღვაწეობდნენ" პოლიტიკაში.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული პაქტი, რათა არასოდეს, ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ქონების წასართმევად, აღარ მოვიდნენ ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, წულაიები, ოდიშარიები და სხვები, რომლებმაც 50 მილიარდზე მეტი წაართვეს ჩვენს მომავალს, ქვეყანას. მიითვისეს ეროვნული სიმდიდრები, წარმოების საშუალებები, ეკონომიკა, გადამალეს უცხოეთში გახსნილ იფშორებსა და საბანკო ანფარიშებზე და სწორედ ამ პირამიდის პროდუქტია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დამაგვირგვინებელ ეტაპად მოევლინა ჩვენს ქვეყანას დაქცევისა და განადგურებუსთვის.
უნდა ვიცოდეთ, რომ ხალხის კუთვნილი არსად გაფრენილა. ის მიითვისა ამ ხალხმა, რომლებიც ბოლო 30 წელი საქმიანობენ, მტაცებლობენ საქართველოს მთავრობაში, პარლამენტის დეპუტატის რანგში და მიაქვთ იმ ოდენობის ქონება, რომელიც ჩვენზე სამჯერ დიდ ქვეყანას აცხოვრებდა მატერიალურ ბედნიერებაში.
აუცილებლად, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქიის დამარცხებისთანავე 31 ოქტომბერს, შევუდგებით გადარჩენის ფონდში აღნიშნული რესურსების უკან გადმოტანას. ამაში ჩავრთავთ მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს, ინტერპოლს, ყველა ბერკეტს და საშუალებას, რათა ჩვენმა ხალხმა უკან მიიღოს ის, რაც წაართვეს. ამას სჭირდება ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რაზედაც პრეტენზია პირველ რიგში გვაქვს ჩვენ, თქვენს მონა- მორჩილს. დარწმუნებული ვარ, შემდეგ, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი გაიზიარებს ამას, მიიღებს მონაწილეობას, გავაფორმოთ ანტიოლიგარქიული აქტი, რომლის მიხედვით არცერთი მილიონერი არ იქნება ქართულ პოლიტიკაში, მთავრობაში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ოლიგარქიას და ბიზნესს აქვს თავისი საფრენი ორბიტა, მათ უნდა იტრიალონ ეკონომიკაში, კანონების დაცვით, იხადონ გადასახადები ბიუჯეტში, შექმნან სამუშაო ადგილები, განავითარონ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჩადონ ინვესტიცია, მაგრამ არასოდეს მოინდომინ პოლიტიკოსობა, პოლიტიკით ფულის შოვნა.
ჩვენ ყველა მივცემთ საშუალებას, დაკავდნენ იმით, რაც შეუძლიათ.
გაქვს ბიზნესის ნიჭი? - აკეთე ბიზნესი. არავინ ჩაგიჯდება წილში, იქნება სამართლიანი სასამართლო. გაქვს პოლიტიკის ნიჭი? _ წადი პოლიტიკაში და ცხვირი არ ჩაყო ბიზნესში.
მეპურემ აცხოს პური, მძღოლმა მართოს მანქანა, პოლიტიკოსმა _ სახელმწიფი, ხოლო ბიზნესმენმა ეკონომიკა მიხედოს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

გადაცემა ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“_დან შალვა ნათელაშვილმა
პარტიებს მოუწოდა უარი თქვან ეგზიტპოლებზე
14.08.2020

გადაცემა ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“_დან შალვა ნათელაშვილმა პარტიებს მოუწოდა უარი თქვან ეგზიტპოლებზე

_ ერთდერთი, ვინც 90-წლებში ,,წითელ დირექტორებს“ არ ჩაბარდა, ეს იყო
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
14.08.2020

_ ერთდერთი, ვინც 90-წლებში ,,წითელ დირექტორებს“ არ ჩაბარდა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

ამაზე შალვა ნათელაშვილმა ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში ისაუბრა
14.08.2020

ამაზე შალვა ნათელაშვილმა ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში ისაუბრა
ვიდეოები