ახალი ამბები
თუ არავინ დადებს გარიგებას ბოროტმომქმედ ივანიშვილთან...

_ ისტორიამ მოგვცა შანსი, რომ მომავალ ზაფხულს, ამ დროს, პირველი შედეგები ვუპატაკოთ ხალხს: პენსიების მომატება, სამუშაო ადგილები, უმუშევრობაზე კომპენსაცია, დაბალი საბანკო პროცენტები, ბიზნესის აღორძინება, უფასო უმაღლესი განათლება, ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსებული ჯანდაცვა; ვუპატაკოთ ჩვენი საერთაშორისო სიძლიერე, როდესაც ოკუპანტს ,,მოვსვავთ“ ადგილზე და შევაწყვეტინებთ საქართველოს შემოღობვას; როდესაც მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ აღარ გვართმევდნენ გარეჯებს, არ გვიღობავდნენ სოფლებს, არ გვიკლავდნენ შვილებს; როდესა ბანდები ვეღარ იპარპაშებენ თავისუფლად. ამის პატაკის საშულება ჩვენ გვაქვს მომავალი წლის აგვისტოში, ოღონდ არავინ უნდა იეშმაკოს, არ უნდა დავდოთ გარიგება. არცერთი ხმა ბოროტმომქედ ივანიშვილს და მის დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ ჰქვია და რომელიც ყოველგვარი ქართულის მტერს წარმოადგენს.
შალვა ნათელაშვილი ,,დღის ამბები“
| ბეჭდვა |