ახალი ამბები
არ გამოგივათ! ტყუილად ჯღაბნით რაღაც დასკვნებს!


შალვა ნათელაშვილი:

_ როგორც ცნობილია მავანმა და მავანმა, ტრადიციულად, უცხოეთიდან ,,დათრეული” გრანტების ხათრით, პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი რომლის თანახმადაც პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი დამყარება დაისჯება. ეს შეეხება ქორწინებით დაკავშირებულ პარტნიორებსაც. სქესობრივი კავშირის იძულებითი დამყარება ისედაც დასჯადია, მაგრამ ამ ახალი, ბუნდოვანი ნორმის შემოტანამ (კიდევ კარგი წინასწარ ნოტარიუსის თანხმობაც არ ჩაწერეს), შეიძლება სტარტი მისცეს გარკვეულ პირთა ტალანტს დაქორწინებაზე იძულების, ან სხვა სიკეთის გამოსაძალად წავიდნენ პროვოკაციაზე. იგივე ოჯახური კონფლიქტით (რაც უხშირესად ხდება) გამწარებულმა ცოლმა შეიძლება იჩივლოს,რომ ქმარმა მასთან ერთი წლის წინ, გამოკვეთილი თანხმობის გარეშე, ვალენტინობა ღამეს დაამყარა ასეთი კავშირი. შედეგად, ქმარი გაუდგება ციხის რომანტიულ გზას და საჩივრის უკან წაღებაც ვერ უშველის, რადგან ეს დანაშაული სახელმწიფო ბრალდების სფეროა და არა კერძო. ციხეები გადაივსება კაცი პატიმრებით. აქვე ისმება კითხვა: თუ კაცი დაისჯება მეორე სქესის თანხმობის გარეშე, იქნებ ახლა ქალმა დააძaლა და მას არ სურდა ეს? ამ შემთხვევაში როგორაა გენდერული თანასწორობის საქმე?

გამომძიებლად მუშაობის დროს კარგად მახსოვს როგორ შემოჰქონდათ ზოგიერთებს საჩივარი გაუპატიურებაზე და როგორც კი ბიჭი დათანხმდებოდა ცოლად წაყვანას, იმ საჩივარს ნაკუწებად ხევდნენ და რეაქტიული სისწრაფით გარბოდნენ ხელმოსაწერად.

მოკლედ, ეს ყველაფერი გასაგებად დავწერე რამდენიმე თვის წინ ფეისბუქპოსტზე და ჰოი საოცრებავ! დისკრიმინაციისათვის მიჩივლა სამმა ,,დედალმა ქოცმა“,სპეცსამსახურის აქტივისტებმა ვინმე ნუცა მაზანაშვილმა,მაია გელაშვილმა და მარიამ გაბრიჩიძემ და თანაც მიჩივლეს ვისთან?! გაურკვეველი წარმოშობის ე.წ სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს კაცი კაცზე დააქორწინოს და ამას ხმამაღლა გვიცხადებს. ამის გარდა, იგი იმ არქიტექტორის ქალიშვილია რომლის მამამაც გაუშენა ივანიშვილს შეკვეთილში დენდროპარკი მთელ საქართველოში დათხრილი ხეების ხარჯზე.

არ გამოგივათ ჩემს მიმართ არაფერი, ტყუილად ჯღაბნით რაღაც დასკვნებს. თქვენ აუცილებლად გაგისტუმრებთ სადაც ჯერ არს! მანამდე კი ამ მთავრობასა და მის ამ აგენტურას ვეკითხები: აღარ გინდათ რომ კაცმა გაიაროს საქართველოში? ისედაც დაცლილ ქვეყანას, დემოგრაფიულ კატასტროფებს,ოჯახების ტრაგიკულ დანგრევებს უპირისპირებთ იმას,რომ კაცებს თავისი ეროვნული ფუნქციის შესრულებისთვის საწოლში სისხლის სამართლის კოდექსს უდებთ?!
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86