ახალი ამბები
ამ ულამაზეს გოგონას მოკვდინებაზე ჩემთვის ყველაფერი გასაგებია

შალვა ნათელაშვილი:
_ მოგეხსენებათ, რომ სწორედ ივანიშვილის ,,ქართუ" ბანკი, ასევე მის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ქართული ბანკებია შავი, დანაშაულებრივი, ჩვენგან წართმეული მილიარდების მთავარი გამთეთრებელნი. აგრეთვე იარაღის, ნარკოტიკების, ბიტკოინებისა და კაზინოთა სფეროში დაგროვილი მილიარდების უმთავრესი გამტარნი ოფშორებში. ეს ყველაფერი კი ციფრულ ეპოქაში, შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ უაღრესად სანდო ჰაკერ- პროგრამისტთა მეშვეობით. ამასთან, როგორც წესი, პროგრამისტები სპეც-სამსახურებთან მოთანამშრომლე კლასტერია, სადაც საიდუმლოს გათქმა სიკვდილით ისჯება. ახლა ტვ. ,,პირველზე" ვისმენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ჯგუფი მუშაობდა სწორედ ,ქართუ" ბანკის პროგრამებზე. პირადად ჩემთვის ყველაფერი უკვე გასაგებია ამ ულამაზესი გოგონას მოკვდინებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია დაისაჯონ ისინი ვინც ეს ბოროტმოქმედება დაგეგმა და განახორციელა. ეს დროც მალე დადგება.
| ბეჭდვა |