ახალი ამბები
ოლიგარქებმა რევანში გადაწყვიტეს

შსს-მ ჩოჩელისგან 7 მლნ ლარის ტკბილეული იყიდა

,,პასუხი ბანალურ კითხვაზე, როდის გვეშველება? არსებობს მარტივი პასუხი: გვეშველება მაშინ, როდესაც უკანასკნელი მილიონერი დატოვებს ქართულ პოლიტიკას, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი დაუბრუნდება მის შემქმნელ ქართველ ხალხს.“ _ ეს გამცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა და ამომრჩეველს მოუწოდა არ მისცენ ხმა ოლიგარქებს.
შალვა ნათელაშვილი:
_ მთავრდება ივანიშვილის ეპოქა. 31 ოქტომბერს დგება პოლიტიკური აღსასრული! ოლიგარქებმა გადაწვიტეს რევანში და გუშინ გავიგეთ, რომ ცნობილ ყაჩაღ ცეზარ ჩოჩელს, ცნობილ მეწამლე კახა ოქრიაშვილთნ ერთად ახალი საარჩევნო პარტია დაურეგისტრირებია. ერთად დაურეგისტრირებია ახალი საარჩევნო პარტია.
ილუსტრაციისთვის, წარმოგიდგენთ მასალებს, იგივე ჩოჩელთან დაკავშირებით, რომელმაც ჯერ კიდევ ნაცმოძრაობისას, გუბერნატორობის დროს, 26 მლნ დოლარი მარტო რკინიგზის ფონდებიდან მიითვისა, რის გამოც პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მერე ერთგული მონობის პირობით, ისევ გაუშვეს ჩვენი ბიუჯეტის ,,მოსაქაფად“. მარტო ამ პიროვნების კომპანია ,,მიქსორს“ ტენდერებით, თბილისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურებზე ბოლო წლებში, 8 მლნ აქვს მოგებული. სად შოკოლადები და სად _ მშენებლობაო, იტყვით. ყაჩაღებისთვის ყველაფერო მოსულა.
ყველაზე განსაცვიფრებელია , რომ ცეზარ ჩოჩელის კომპანიას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 570 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, კანფეტებისთვის. ჯერ ისაა საინტერესო რომელმა ბავშვმა მიირთვა ეს კანფეტი (რა თქმა უნდა ეს ფულის გათეთრებაა), მეორეც ცხინვალიდან, ახალგორიდან ბავშვბს არ ეკუთვნოდათ კანფეტები?
უფრო საოცარი ამაბავი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახანს, ჩოჩელისგან კარამელის შესყიდვაში 1 მლნ 91 ათასი ლარი გადაიხადა. ამის გარდა, იგივე სამინისტროს შესყიდული აქვს 6 მლნ ლარის ტკბილეული. სასწრაფოდ შესამოწმებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ამდენი ტკბილეული ჭამეს ღმერთმა დაიფაროს და მეტაბოლური ფუნქცია სერიოზულად ექმენათ დარღვეული.
ჩოჩელის პარტნიორი უჩა კაპანაძის კომპანია ,,კრისტალს“ მოგებული აქვს 7 მლნ 760 ათასი ლარის ტენდერი, ამჯერად უკვე თბილისის მერიაში. ოქრიაშვილს, რომელიც 1 ლარიან წამალს 30 ლარად ყიდის, ბოლო წლებში 145 ნლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
მოკლედ, როგორც ველოდით, დაიწყება ოლიგარქიული რევანში. მთავარია ჩვენ ვიყოთ ფხიზლად არ გავიყიდოთ არც თანამდებობებზე, არც ფულზე, არც ხახვზე და კარტოფილზე. გამოსავალი ჩვენშია! ხსნა ჩვენშია! არ ავყვეთ 30 ვერცხლის ცდუნებას.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86