ამაზე შალვა ნათელაშვილმა ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში ისაუბრა
_ ბიძინა ივანიშვილი პარაშუტით არ ჩამოფრენილა
და არც არსაიდან აღმოცენებულა ქართულ პოლიტიკაში. ლოგიკური პროცესის
შედეგი იყო და ეს პროცესი დაიწყო კომუნისტური მმართველობის ბოლო
ათწლეულიდან, როდესაც ,,წითელმა დირექტორებმა,“ ვინც კომუნიტები დროს
დაკავებულები იყვნენ ძარცვა-გლეჯით, იმპერიის დაშლის შემდეგ დაგროვილი
თანხების რეალიზაცია, განვითარება მოინდომეს. სად უნდა დაებანდებინათ?
რა თქმა უნდა, ახლდაწარმოქმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებში და იმ
ქვეყნების ელიტებმა ამ ,,წითელ დირექტორებს სრული კაპიტულაცია
გამოუცხადეს.
ერთდერთი, ვინც არ ჩაბარდა მათ 90-წლებში, ეს
იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მას შეიძლება
ჰქონდა პრობლემები_ გუნდის კომპლექტაცია, არ ჰქონდა მართვის
გამოცდილება, მაგრამ უპატიოსნესი პიროვნება იყო, როგორც პოლიტიკოსი.
არ იცოდა ქრთამი რა იყო. ამას ხმამაღლა ვაცხადებ. ასე ფიქრობს მთელი
ქვეყანა და სწორად ფიქრობს. მან არ მისცა ,,წითელ დირექტორებს“
საშუალება ეკონტროლებინათ პოლიტიკა და სწორედ ამ ,,დირექტორებმა“
შექმნეს და დააფინანსეს ის გვარდია, ,,მხედრიონი,“ ,,შავი ორბი“,
,,თეთრი არწივი,“ ვინც გამოიწვია არეულობა, დაამხო ის ხელისუფლება და
გადაზარადა სამოქალაქო ომში, რასაც მერე აფხაზეთის ტრაგედია მოყვა,
ქვეყანა დაიშალა და ჩემი თაობა შეიწირა.
შემდეგ დაიწყო მეორე ტალღა, შევადნაძის
პერიოდში, როცა შევარდნაძეს მიუცუცქდნენ ფულის ტომრები და იმ
კლასტერში მოყვა ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ მას რუსეთიდანაც ჰქონდა
დავალება ეს დავალება მიღებული. ის ტროას ცხენში ჩასმული
დოლარმებრძოლი გახლდათ.
მერე უკვე დაიწყეს ოფიციალური შემოსვლა
პოლიტიკაში. პირველი იყო ზურა ცქიტიშვილი, რომელმაც საბჭოთა ჯავშირის
დროს რძე-ყველით დიდი ფული იშოვა და პირველმა მან იყარა კენჭი
ოლიგარქიული წრეებიდან, ვაკეში მაჟორიტარად, ,,ნაღდი ქალქელი კაცი“
იყო მისი სლოგანი. აირჩიეს პარლამენტში და სწორე მისი შემოტანილია
სემეკები რომ გვაქვს და ხალხს ყველაფავენ, ტარიფებით.
ამას მოყვა ,,მრეწველობა გადაარჩენს
საქართველოს“, თოფაძე-ტყემალაძის დუეტი. ეს ადამიანები მოვიდნენ
რამდენიმე ათეული დოლარით და პოლიტიკით მილიარდელები გახდნენ. შემდეგ
იყო ,,ახალი მემარჯვენეები“, ისინიც ფულის პროდუქტები იყვნენ, ახალი
ბიზნესესის კლასტერი, ლობირებისთვის შემოშვებული.
2002 წელს ბადრი პატარკაციშვილის შემოვიდა
პოლიტიკაში, ღირსეული ქართველი იყო. პირველი მე შემხვდა, მინდა შენთან
მქონდეს ალაიანსიო. ვუთხარი, ოლიგარქი ხართ, მე თქვენ ვერ გდაგიცავთ,
მე უნდა დავიცვა ჩემი ხალხი, ვისაც ფული არ აქვს ვინც დაჩაგრულია, ისე
ვიმეგობროთო თქო.
შემდეგ წავიდა ის პროცესები და ქართულ
რეალობაში გაჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მაშინდელი ხელისუფლება ფიქრობდა,
რომ ივანიშვილი მხოლოდ დააფინანსებდა და არაფერს მოითხოვდა. მას მიეცა
საშუალება მოესყიდა მთელი ინტელიგენცია, სპორტული ელიტა, საპატრიარქო,
გაევრცელებინა ხმები, რომ ქველმომქმედია, ლეგენდარული ფიგურა, რომელიც
არაფერს ითხოვს, ზის ჭორვილაში, ეფერება პინგვინს, იმავდროულად
გაჭირვებული ხალხის დამხმარეა, ბიუჯეტს არ ეხება, არავის აწუხებს,
არავის არაფერს ართმევს. არადა, რაც ფული იშოვა, საქართველოში იშოვა.
ის ფული, რაც რუსეთიდან გამოატანეს, ინტერპოლის მიერ იქნებოდა
დაყადაღებული, აქ რომ არ გაეტარებინა ბანკების მეშვეობით, ოფშორებში.
ფული გაათეთრა. შემდეგ მოძლიერდა, ამასობაში, იმ ხელისუფლებას ვადა
ამოეწურა ჰკრა ხელი, მოადენინა ზღართანი და მოჯდა ქვეყანას თავზე. ანუ
ივანიშვილი პროცესის შედეგია, ეს სისტემა მას არ
შეუქმნია.