ახალი ამბები
,,წითელ დირექტორებს“ მხოლოდ ზვიად გამსახურდია არ ჩაბარდა

_ ერთდერთი, ვინც 90-წლებში ,,წითელ დირექტორებს“ არ ჩაბარდა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მას შეიძლება ჰქონდა პრობლემები_ გუნდის კომპლექტაცია, არ ჰქონდა მართვის გამოცდილება, მაგრამ უპატიოსნესი პიროვნება იყო, როგორც პოლიტიკოსი. არ იცოდა ქრთამი რა იყო. ამას ხმამაღლა ვაცხადებ. ასე ფიქრობს მთელი ქვეყანა და სწორად ფიქრობს. მან არ მისცა ,,წითელ დირექტორებს“ საშუალება ეკონტროლებინათ პოლიტიკა და სწორედ ამ ,,დირექტორებმა“ შექმნეს და დააფინანსეს ის გვარდია, ,,მხედრიონი,“ ,,შავი ორბი“, ,,თეთრი არწივი,“ ვინც გამოიწვია არეულობა, დაამხო ის ხელისუფლება და გადაზარადა სამოქალაქო ომში, რასაც მერე აფხაზეთის ტრაგედია მოყვა, ქვეყანა დაიშალა და ჩემი თაობა შეიწირა.

შალვა ნათელაშვილი, ,,გიორგი თარგამაძის ფორმულა“
| ბეჭდვა |