ახალი ამბები
ყველაფრის ტუროპერატორზე გადაბრალება უსინდისობა და შიდა ტურიზმის მონოპოლიზაციის მცდელობაა
..
  1. არანაირი ჯებირები !
  2. არანაირი საგზაო ნიშნები !
  3. არანაირი საპოლიციო, ვიდეო ან სარადარო კონტროლი !
  4. არანაირი ტექდათვალიერების გაუვლელობის კონტოლი ! (მანქანას 1,5 თვე არ ქონდა გავლილი)
  5. არცერთი სამაშველო, სამედიცინო და სახანძრო ვერტმფრენი !
  6. გზების საფარის საშინელი მდგომარეობა
  7. ისედაც ფორმალური ტექდათვალიერების ფორმალური პროცედურა
  8. გზებზე ყოველწლიურად 500 მსხვერპლი (ტურებში, საშუალოდ 1 % !)
  9. არანაირი ნორმირებული სამუშაო გრაფიკი არსად, არც საქალაქო, არც საქალაქთაშორისო მგზავრობაზე

და ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება, მათთან დაკავშირებული რამდენიმე უცხოელტურისტდაკარგული, გაზულუქებული გიდის მეშვეობით.. ყველაფრის მხოლოდ წვრილ ტუროპერატორზე გადატეხვას ცდილობს. სამწუხაროდ მისი ბრალეულობაც ალბათ არის, მაგრამ ყველაფერის მასზე გადაბრალება, უსინდისობა და შიდა ტურიზმის მონოპოლიზაციის მცდელობაა და მეტი არაფერი! რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ადეკვატური, რომლის მიზანი უსაფრთხოება და არა ბიზნესის რამდენიმე ხელში მოქცევაა! _ წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი
| ბეჭდვა |