ახალი ამბები
ოპოზიცია იძულებული იქნება პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ

შალვა ნათელაშვილი კითხვაზე: როგორ მოახერხებს ოპოზიცია კოალიციის შექმნას და პრემიერის კანდიდატზე შეთანხმებას, როცა დღეს მათ შორის წინააღმდეგობები და დაპირისპირებაცაა?
შალვა ნათელაშვილი:
,,ოპოზიცია მოქმედებს არა იმით, რაც მას სურს, არამედ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორი შეკვეთაც მოდის ხალხისგან. გამორიცხულია, არჩევნებზე რომელიმე პარტიამ უმრავლესობა აიღოს, ამიტომ ოპოზიცია, ექნება ამის სურვილი თუ არა, იძულებილი იქნება შექმნან კოალიციური მთავრობა და შეთანხმდნენ პრემიერობის საერთო კანდიდატზე, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური ლიდერი, მენეჯერი, ან პროფესიონალი ტექნოკრატი. ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომ განსახილველია. ამიტომ ახლა ოპოზიცია ერთანეთს რას ეუბნება, არჩევნების შემდეგ აღარავის ემახსოვრება.

| ბეჭდვა |