ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის


პრეამბულა

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, -
ვაცნობიერებთ რა მაღალ პასუხისმგებლობას, საქართველოს სახელმწიფოს, მისი
მოქალაქეებისა და მათი მომავლის წინაშე,
ვისწრაფვით ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისაკენ,
ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს,
კანონის უზენაესობას, საარჩევნო პროცესის - კანონისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად
ჩატარების მნიშვნელობას,
ვაღიარებთ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და
პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას,
ვაცნობიერებთ, რომ წინამდებარე ეთიკის პრინციპებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა და
წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიების მიერ კონსენსუსით შექმნილ ქცევის წესების
ერთობლიობას,
ვაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს, კერძო და პარტიულ ინტერესებზე მაღლა,
ვადასტურებთ, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებებისა, კეთილი ნებითა და
პასუხისმგებლობით შევასრულებთ წინამდებარე ქცევის კოდექსს, რათა წვლილი შევიტანოთ
მრავალპარტიული, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების დამკვიდრებაში,
ეთიკური, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პროცესის წარმართვაში,
ვთანხმდებით შემდეგზე:

1. ზოგადი პრინციპები
1.1. ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის,
კანონმდებლობის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისა და საზოგადოების
ინტერესების დაცვით;

1.2. პატივს ვცემთ და დავიცავთ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და
ამომრჩევლის უფლებებს;
1.3. საქმიანობას განვახორციელებთ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით
დისკრიმინაციის გარეშე;
1.4. არ გამოვიყენებთ სიძულვილის ენას, ქსენოფობიური ან/და მუქარის შემცველ
გამონათქვამებს;
1.5. ხელს შევუწყობთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, არ მივმართავთ ძალადობას და არც
მოვუწოდებთ მისი გამოყენებისკენ;
1.6. წარვმართავთ ინკლუზიურ და წარმომადგენლობით საარჩევნო პროცესს, რომელშიც
უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა ამომრჩევლისათვის და
საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეთათვის;
1.7. საარჩევნო კამპანიის ფინანსური რესურსების ხარჯვას მოვახდენთ გამჭვირვალედ და
კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია
2.1. ვაწარმოებთ საგნობრივ, პროგრამაზე და საკითებზე ორიენტირებულ საარჩევნო
კამპანიას, პატივს ვცემთ კონკურენტების ღირსებას, თავს შევიკავებთ პიროვნული
შეურაცხყოფისგან;
2.2. პატივს ვცემთ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო
კამპანიის წარმოების უფლებას;
2.3. ხელს არ შევუშლით კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და
სააგიტაციო მასალის გავრცელებას, მათ შორის არ განვახორციელებთ და დავგმობთ
კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის
ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და
დაპირისპირებას;
2.4. არ გამოვიყენებთ და განზრახ არ გავავრცელებთ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ
ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ, არ განვახორციელებთ ცნობების
ფაბრიკაციას და ფალსიფიკაციას;
2.5. არც უშუალოდ და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით არ გამოვიყენებთ
ბოტების ქსელს პოლიტიკურ ოპონენტებზე ელექტრონულ სივრცეში პოლიტიკური ან
პერსონალური თავდასხმის მიზნით;
2.6. არ გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო პროცესში უპირატესობის
მოსაპოვებლად. მათ შორის თავს შევიკავებთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური
და სხვა სახის ადმინისტრაციული აქტივების გამოყენებისგან, გარდა კანონით
ნებადართული შემთხვევებისა;
2.7. საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავს შევიკავებთ ისეთი საჯარო გამოსვლების,
განცხადებების, სააგიტაციო მასალის (მედია, ვიდეო, აუდიო, სოციალური მედია,
ბეჭდური) გავრცელებისგან, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის,
ტერორიზმის, ან სხვა დანაშაულის დაბრალებას, ასევე, რომელიც წაახალისებს
სიძულვილს, დაპირისპირებას და კონფლიქტს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური
თუ სხვა ნიშნით;
2.8. მედია საშუალებებს არ მივაწვდით ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა
პოლიტიკური სუბიექტების, მათი წევრების შესახებ და საჯაროდ დავგმობთ მედიის ან
მედიის ცალკეული წარმომადგენლის ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც შეიცავს
მუქარას, ცილისწამებას, ან შეურაცხყოფას ამომრჩევლის ან საარჩევნო სუბიექტის
მიმართ.

3. ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემა
3.1. ვთანხმდებით, პატივი ვცეთ ამომრჩეველთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში;
3.2. ვთანხმდებით, რომ ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული და თავისუფალი
არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის ან/და შევიწროების
გარეშე;
3.3. ვთანხმდებით, არ შევუშალოთ ხელი ამომრჩეველს საარჩევნო პროცესში
მონაწილეობასა და თავისუფალი ნების გამოვლენაში;
3.4. ვაწარმოებთ ინკლუზიურ საარჩევნო კამპანიას, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც
თანაბრად ექნებათ ქალებს, ახალგაზრდებს და მოწყვლად (დაუცველ/ნაკლებად
დაცულ) ჯგუფებს;
3.5. არ ვეცდებით ამომრჩევლების ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მოსყიდვას
პირდაპირ, ან ირიბად, მესამე პირების გამოყენებით, სახელმწიფო რესურსების
გამოყენებით ან/და ასეთი დაპირებით;
3.6. არ ვეცდებით ამომრჩევლების ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაშინებას, არ
განვახორციელებთ ამომრჩევლებზე ზეწოლას ან ძალადობას, ან ასეთი ძალადობის
შესახებ მუქარას. მათ შორის არ განვახორციელებთ არჩევნების დღეს ამომრჩევლების
კონტროლს და თვალყურის დევნებას, არ შევაყოვნებთ ამომრჩეველს საარჩევნო
უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის მიზნით. საჯაროდ მოვუწოდებთ
მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შეასრულონ ზემოხსენებული ვალდებულება;
3.7. არ დავუშვებთ ჩვენმა წევრებმა და აქტივისტებმა მიუთითონ ამომრჩეველს ხმის
მიცემის კაბინაში შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების შესახებ; ასევე, არ
მიუთითონ გამოიტანონ ბიულეტენი კაბინიდან საარჩევნო ურნაში მოთავსების
გარეშე, მესამე პირისთვის მისი ჩვენების მიზნით;
3.8. თითოეული ამომრჩევლის, ჩვენი აქტივისტების და მხარდამჭერების ჯანმრთელობისა
და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას
ზედმიწევნით დავიცავთ სოციალურ დისტანციას და კორონავირუსის (Covid19)
გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.

4. შესრულება და მონიტორინგი
4.1. დავნერგავთ და გამოვიყენებთ წინამდებარე ქცევის კოდექსს პარტიის სტრუქტურაში,
რეგიონულ ორგანიზაციებში და ყოველდღიურ საქმიანობაში. მივაწვდით ამ ქცევის
კოდექსით აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას და შესრულების
ინსტრუქციას ჩვენს პარტიულ თანამდებობის პირებს, აქტივისტებს
ქვემორე პოლიტიკური გაერთიანებები უერთდებიან წინამდებარე
დოკუმენტს და პასუხისმგებლობას იღებენ მასში გაწერილი პრინციპებისა და ღირებულებების დაცვაზე.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86