ახალი ამბები
ამაზე პასუხს ღმერთმა არ ქნას მაშინ მიიღებთ, 31-ში ბიძინა და პუტინი რომ აგიფრიალებენ დროშას

შალვა ნათელაშვილის მიმართვა ოპოზიციურ ტელევიზიებს

,,მიმართვა ოპოზიციური ტელევიზიებს:
,,მთავარს,” ,,ტვ.პირველს“, ,,ფორმულას“ და კიდევ ვინც თვლის თავს ასეთად!
თქვე მამაცხონებულებო, დღესაც ყოველგვარ სისულელეს, რომ აშუქებთ, სადაა ოკუპაციისა და არჩევნებში ჩარევის წინააღმდეგ რუსეთის საელჩოსთან დღეს ლეიბორისტების მიერ ჩატარებული აქციის სიუჟეტი?! თუ რახან ჩვენ ჩავატარეთ, ამიტომ არ იმსახურებს ყურადღებას?! რა ვქნათ, თქვენი პატრონი პარტიებისგან განსხვავებით საკუთარი ტელევიზია არ გვაქვს. ყველაფერს ამაზე პასუხს, ღმერთმა არ ქნას, მაშინ მიიღებთ 31-ში ბიძინა და პუტინი რომ აგიფრიალებენ დროშას. კარგად ბრძანდებოდეთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი მეპატრონეების უაზრო ბრიფინგების პირდაპირი ჩართვაც.“
| ბეჭდვა |