ახალი ამბები
კავკასიის ქედს ვერავის დავარღვევინებთ. როცა დავარღვიეთ კაი ხურდა დაგვიბრუნეს

შალვა ნათელაშვილი:

- უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ დაღესტნიდან მოკლე გზის გაჭრა უნდათ, რომ  დასჭირდეთ ტანკებს გადმოიყვანენ აქეთ, გავლენ სომხეთში, ყარაბაღში, ირანში.

კავკასიის ქედს ვერავის დავარღვევინებთ. როცა დავარღვიეთ, კაი ხურდაც დაგვიბრუნეს. გათხარეს გვირაბი როკში და შემოვიდა 58-ე არმია და დაიკავეს ჩვენი მიწა, გადმოვუშვით აფსუები სოჭის დაბლობებიდან აქეთ და გამოგვიცხადეს სახელმწიფო, ჩამოვუშვით დაღესტნელები და დღეს საინგილო დაკარგული გვაქვს სწორედ იმის გამო, რომ იქ დაღესტნელები დასახლდნენ გასული საუკუნის 20-ან წლებში, სეპრატიზმი დაიწყეს და იმ.მიწის ჩამოცილების საძირკველი ჩაყარეს.

კახეთის მიმართულებით დაღესტნიდან გზას არ გავაჭრევინებთ. ეს გეგმა მე ჩავუშალე შევარდნაძეს 1993_94 წლებში, როცა აპირირებდნენ ამის დაწყებას და დღეს ხელნეორედ იხილავს რუსეთის სპეცსამსახურები ივანიშვილის წარმომადგენლებთან ამ პერსპექტივას, მაგრამ ვერ მოესწებიან.
| ბეჭდვა |