ახალი ამბები
"რავარც ჩემი ეზოდან წარმატებით გეიტანა ამწე ნოდარია ტურძელაძემ, ისეთი..."
..

ნოდარა ტურძელაძე წლებია ვაკის გამგებელია და ჩემი ეზოდან 40 მეტრიანი ამწე ვერ გავატანინე, რომელი ამწეც შეიძლება ნებისმიერ დროს წაიქცეს და ოჯახიანად გამსრისოს... და რას ვხედავ: მთელი ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი, გაჩერებები, ბილბორდები ამ ტიპის ფოტოთია გადატენილი და დაუწერია, ერთად მივაღწიოთ წარმატებასო! ახლა გურული ქალი რომ ვიყო, კი ვიტყოდი, "რავარც ჩემი ეზოდან წარმატებით გეიტანა ამწე ნოდარია ტურძელაძემ, ისეთი წარმატებები იყოს შენი თანმდევი, ვინც ამას ხმა მისცეთქო" მაგრამ რავ ქნა, არ ვარ გურული და მითუმეტეს ქალი! ბეჟან ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტია

| ბეჭდვა |