ახალი ამბები
ეს ჯოჯოხეთი უნდა დასრულდეს!

,,პარლამენტის პირველივე სხდომა და ახალი ბიუჯეტის დამტკიცება გამორჩეული იქნება იმით, რომ მიწისძვრით დაზარალებულ ნაძალადევში, ჩუღურეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ყველგან ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ და ეს თემა საბოლაოდ დამთავრდება.

ეს პროცესი 20 წელია მიდის. არჩევნების წინ მოდიან, პირდებიან და მერე ივიწყებენ. რა პრობლემა იყო, რამდენიმე ,,ჯიპი“ არ ეყიდათ თბილისი მერიაში და ეს ხალხი სასიკვდილო საფრთხეში არ ჩაეგდოთ?!

ამ ქვეყანაში უგულობა უნდა დამთავრდეს! ადამიანი უნდა იყო პირველი და მერე მინისტრები, დეპუტატები... ეს ჯოჯოხეთი უნდა დამთავრდეს! ადამიანები უსაფრთხო, ღირსეულ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ!“ _ ეს განცხადება ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდტმა შალვა ნათელაშვილმა მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის მონახულების შემდეგ განაცხადა.
| ბეჭდვა |