ახალი ამბები
მზად ვარ დავიკავო პრემიერმინისტრის პოსტი, თუ ხალხის ნება იქნება

მეტეხის ტაძრის ეზოდან ხალხს შალვა ნათელაშვილმა მიმართა

შალვა ნათელაშვილი:
_ აქ იმყოფება დაუმარცხებელი პარტია, რომელიც 25 წელია ვერანაირმა ისტორიულმა ქარიშხალმა ვერ გატეხა, ვერ ააღებინა ხელი ემსახუროს ხალხა, ერსა და ქვეყანას.
რვა წლის წინ ჩვენ მეტეხის ამ წმინდა ადგილოდან შევპურდით რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რომ მისგან არაფერს დავტოვებდით, იმ ტყუილებისა და ,,გადაგდებისთვის", რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და ეს დაპირება შევუსრულეთ.
ჩვენ გავაერთიანეთ ყველა პოლიტიკური პარტია, გვწრდზე დავიყენეთ მთელი დემოკრატიული მსოფლიო და 31 ოქტომბერს პატარა წკიპურტიღა უნდა და ან ქაჯეთის ციხიდან აღარაფერი დარჩება და საქართველო შევა განვითარების იმ სტადიაში, ეაც აქამდეც ეკუთვნოდა.
მე მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ღმერთის ნება, რის შწმდწგაც, მომდევნო დღიდანვე სულ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უიმედო, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები ადამიანი.
ჩვენ ის გუნდი ვართ, რაც სამშობლოს სჭირდება!
| ბეჭდვა |