ახალი ამბები
ოლიგარქიული რეჟიმი სააარჩევნი კამპანიის ჩატარებას ტოტალური ძალადობის და რეპრესიების პირობებში აპირებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ,,ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ტოტალური ძალადობით აპირებს. შალვა ნათელაშვილმა დაგმო მარნეულში მომხდარი კონფლიქტი და ჟურნალისტებზე ძალადობა და მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს გამოეთიშოს არჩევნებს.

,,როგორც ჩანს, ოლიგარქიული რეჟიმი სააარჩევნი კამპანიის ჩატარებას ტოტალური ძალადობის და რეპრესიების პირობებში აპირებს. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მარნეულში მომხდარი თავდასხმა თავისუფალ მედიასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, რომელთაც ვუცხადებთ სოლიდარობას, ხოლო ივანიშვილს მოვუწოდებ, უარი თქვას საკუთარი სიის დარეგისტრიტებაზე და გაეთიშოს არჩევნებს, რადგან ამგვარი მეთოდებით საარჩევნო პროცესის წარმართვა გამოიწვევს იმას, რომ რეჟიმი ვერ მიაღწევს არჩევნებამდე და აღშოთებული ხალხი მანამდე გამოუტანს განაჩენს.

იმ სიაში ყველა პატარა ბიძინაა. არავითარი განსხვავება მათ ხედვებში, ზნეობაში, პოლიტიკურ წინადადებებში, არ არის. ყველა შერჩეულია იმის მიხედვით, რომელი უფრო კარგი მონა იქნება ოლიგარქის. მათ არ შეუძლიათ განახორციელონ თუნდაც თავიაანთი წინასაარჩევნო სადებატო მოვალეობები და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადიან. ეს ცუდ შედეგებამდე მიიყვანთ. ქვეყანას ვერაფერს უზავენ, საკუთრ თავს კი დააზარალებენ.
| ბეჭდვა |