ახალი ამბები
იმ გუნდის წევრი ვარ, ვინც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის

მიხეილ ქუმსიშვილი_ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ უკვე თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც აქტიურად ჩავერთე ლეიბორისტულ პარტიაში და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებში. ვარ 6 არჩევნების სტაჟის მქონე და აგერ უკვე მეშვიდეც მოგვადგა კარს. 2011-ში, როცა 18 წლის გამოუცდელი, ცხოვრებისეული გზის ძიების პროცესში მყოფი ახალგაზრდა მოვედი პარტიაში, ნამდვილად არ მქონდა ბოლომდე გააზრებული რა მიმართულებით წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება მომავალში, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, გზა რომელსაც 2011-ში დავადექი, იყო საუკეთესო არჩევანი რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა. განვლილი წლების განმავლობაში, მივიღე ისეთი ტიპის გამოცდილება, რასაც ალბათ სხვაგან ვერასდროს და ვერსად მივიღებდი, გავიცანი იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და განსხვავებული ხალხი, რომელთა მსგავსის არსებობის შესახებ ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერაფერს შევიტყობდი. გავხდი ისეთი გუნდის წევრი, რომელიც გულწრფელად, თავდაუზოგავად იბრძვის პოზიტიური ცვლილებებისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. შემდეგ შევძელი და ჩამოვაყალიბე ამ ღირსეული გუნდის შიგნით კიდევ ერთი ახალი გუნდი, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებით სავსე, რომლებიც ყოველდღიურად მაძლევენ უდიდეს სტიმულს, მოტივაციას და რომელთა გარეშეც ძალიან რთულად წარმომიდგენია საკუთარი თავი.

ჩემს პიროვნულ განვითარებაში, პარტიის თითოეულ წევრთან ერთად, უდიდესი როლი ითამაშა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ყველა ეტაპზე მხოლოდდამხოლოდ ხელი შემიწყო მესწავლა ახალი, გადავსულიყავი შემდეგ საფეხურებზე, შევჭიდებოდი ახალ გამოწვევებს და ჩემთვის ეს შეუფასებელ ღირებულებებს წარმოადგენს. პარტიამ უდიდესი როლი იქონია ჩემს განვითარებაზე და ვფიქრობ თავადაც იხეირა ამით, ალბათ მეც მიმიძღვის წვლილი პარტიის განვითარებაში.

დღეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა: იმის გარდა, რომ ვარ წარდგენილი რუსთავის სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად, ასევე გახლავართ პარტიის საარჩვნო სიაში მესამე ნომერი. მაქვს უდიდესი შესაძლებლობა და შანსი, რომ ჩემი ენერგია კიდევ უფრო გლობალურ საქმეებს მოვახმარო. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გავლენა იქონია ჩემს ამ ეტაპამდე მოსვლაში, საბედნიეროდ ასეთი ხალხი ძალიან ბევრია!

ჩვენი გუნდი მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და თავი მიუძღვნას საქვეყნო საქმის კეთებას, ველით 31 ოქტომბერს თქვენს მასიურ მხარდაჭერას!
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86