ახალი ამბები
თურქეთი და რუსეთი როცა გავლენ კავკასიიდან, მაშინ დადგება აქ სიმშვიდე

ყარაბაღში მიმდინარე სისხლის ღვრა ლეიბორისტებმა იეთიმ გურჯის ძეგლთან გააპროტესტეს და სომხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისკენ მოუწოდეს.

შალვა ნათელაშვილი:
_ სამწუხაროდ, ყარაბაღში გრძელდება სისხლის ღვრა. ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი ოფიციალურ საომარ ურთიერთობებში გადავიდნენ. იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. მივმართავ სომხეთის და აზერბაიჯანი მთავრობებს! შეწყდეს ყოველგვარი სისხლის ღვრა! ასი წლის შემდეგ ეს მიწა ყველას დაგვიტევს! ყარაბაღის პრობლემა ომით არ გადაწყდება! საჭიროა მოლაპარაკება, საჭიროა სახელმწიფოებრივი ნება და ჩვენი ხალხების იმ ჰუმანური ტრადიციების გაგრძელება, რის თაობაზეც წერდა და მღეროდა დიდ იეთიმ გურჯი. ის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ქადაგებდა მშვიდობას, სიყვარულს, დანდობას, უმღეროდა მომავალს.

ახლა მთავარი. პირველად, საუკუნის შემდეგ, ამიერკავკასიაში ბრუნდება თურქეთი, თავისი შეიარაღებული ძალებით. პრეზიდენტ ერდოღანს სურს ააღორძინოს ოსმალეთის იმპერია ბალყანეთიდან შუა აზიამდე და ის, რაც ახლა ხდება კავკასიაში, ბევრწილად ამ პოლიტიკითაა. და თუ ასე დაუსჯელად გაგრძელდა ერდოღანის წახალისება. ის შუა აზიასაც ააფეთქებს. ვისაც არ ჯერა, მერე დაიჯერებს, მაგრამ გვიანი იქნება. ამიტომ, დროულადაა საჭირო თურქი დიქტატორის შეჩერება და საჭიროა მისი გარემოცვის მიმართ საერთაშორისო სანქციები. სხვა შემთხვევასი ,აია სოფიას“ ტაძარის წართმევა, დავით გარეჯის წართმევა, დაძაბულობა ხმელთა შუა ზღვის აუზში, კავკასიაში მიმდინარე ეს მოვლენები ყველაფერი მოსანატრებელი გახდება, რასაც ჩაიდენს მომავალში დღეს წამოჩიტული ახალი დიქტატორი ჩვენ რეგიონში.

საბოლოო ჯამში როცა კავკასიიდან გავა თურქეთი და რუსეთი, მერე დადგება აქ სიმშვიდე, მერე შეწყდება აქ ომი და მერე აშენდება ის კავკასია , რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებოდნენ და ქმნიდნენ, მაგრამ მეზობელი იმპერიები რუსეთი, თურქეთი და ირანი არ იყვნენ დაინტერსებულები აქ სიმშვიდით. მათ აქ სურდათ სამხედრო ექსპანსია, ეკონომიკური გავლენა, კონფლიქტების მმართველებად ყოფნა და ყველა ზომას იღებდნენ, რომ გაექეზებინათ ამიერკავაკასიაში მაცხოვრებლები.
| ბეჭდვა |