ახალი ამბები
ლეიბორისტებს ხელვაჩაურში პროვოკაცია მოუწყვეს
..
"დღეს, ვიმყოფებოდით აჭარის რეგიონში კერძოდ ხელვაჩაურში და მის ერთერთ სოფელში "მახო"-ში, სადაც ბათუმის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ აქტივთან ერთად ვარიგებდით საარჩევნო ბროშურებს და ვაგრძელებდით კარდაკარს. სოფელ მახოში რომ გავჩერდით ძალიან ბევრი მამაკაცი იყო შეკრებილი და იქ არ მივედი რადგან გეგონებოდათ გასვენებააო, მეუხერხულა რათქმაუნდა, სახლებში დავიწყე დარიგება, ერთერთ სახლთან ჩამოიარა მამაკცმა რომელსაც ხელზე "ტატუ" აქვს და მოგვაძახა ნაციონალებოო, თავაზიანად ვუპასუხე არ ვართ ნაციონალები მეთქი, მან მითხრა ბიძაშვილები ხართო და იმ მამაკაცებყან მივიდა, მოსახლეობას ვკითხე იქ ვინმე გარდაიცვალამეთქი და არა შვილი ასე არიან ესენიო, ვიფიქრე მივალთქო მაგრამ როგორც კი მივუახლოვდით გავაყაროთო ხმამაღლა საუბრობდნენ, ბევრი აღარ მიყოყმანია, უსიამოვნებაზე თავის ასარიდებლად ჩემი ახლაგაზრდა გოგო/ბიჭები მანქანაში ჩავსვი და გადავინაცვლეთ ცოტა ზემო სოფელში, იქედან მეორე გზით გამოვედით და შუაგულ ხელვაჩაურში დავიწყეთ ხალხის გაცნობა, როცა იმ ლოკაციას მოვრჩით და მანქანებთან შევიკრიბეთ ეს ზემოთ ხსენებული მამაკაცები იმ ტატუიანის ხელმძღვანელობით გაჩნდნენ იმ სკვერში და ჩვენსკენ დაიძრნენ ძალიან გაბრაზებული და გაჭიმულები, აქაც სასწრაფოდ მანქანებში ჩავსხედით და დავიძარით, დროულად რომ არ გამოვსულიყავით აუცილებლად ნაცემები და დაპატიმრებულები ვიქნებიდით, მოგეხანებათ დღეს შერჩევითი სამართალია და რიჟვაძის ზონდერ კამანდას არავინ დასჯიდა, ლოგიკურია და გამოცდილება მეტყველებს რომ ჩვენ დაგვადანაშაულებდნენ! ან ამ ბავშვების მშობლებისთვის რა მეთქვა თქვენი შვილი უმიზეზოდ ცემს და დააკავესმეთქი? ვერა! ამას ვერ ვეტყდი.

უბრალოდ ყველა ზღვარს ცდებით, უბრალოდ "ძველიბიჭობა" არის გაბატონებული ყველგან და განსაკუთრებით გარე უბნებში, სირცხვილია ხალხო რომელი საუკუნეა, რას აკეთებთ?! თქვენგან არაფერი მიკვირს მაგრამ ამ ახალგაზრდებს რაღას ერჩით? არ ვიცი ვინ არიან იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებ დღეს თუმცა აუცილებლად გავრკვევ!" - წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ბათუმის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან მარიამი გურგენიძე
| ბეჭდვა |