ახალი ამბები
რამდენიმე დღეში მსოფლიო ერთპარტიულ პარლამენტს ნახავს

"არავინ არავის სთხოვს დათმობაზე წამოსვლას. არჩევნები გაყალბდა! ძალაუფლება მესამედ მიითვისა ივანიშვილის კამარელიამ. ეს მან უნდა დათმოს და დანიშნოს ხელახალი არჩევნები! ეს დათმობა კი არა, იქნება სამართლიანობის აღდგენა, ხალხისთვის წართმეული უფლებების დაბრუნება! ეს იქნება ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს აღდგენა, კონატიტუციური ნორმების შესაბამისას.
არავინ არაფერს ემათხოვრება! არავის ვეხვეწებით! ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ხალხს დაუბრუნდეს მითვისებული არჩევანი და ამ ფორმატში არავითარი დათმობა ქართული ოპოზიციის მხრიდან არ იქნება! რამდენიმე დღეში, მთელი მსოფლიო ნახავს ერთპარტიულ პარლამენტს, პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ! ეს მათი პოლიტიკური დაკრძალვის დღეც იქნება" _ ასე უპასუხა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიდის თუ არა ხელისუფლება ოპოზიციასთან რაიმე დათმობაზე
FaceBook Twitter Google
ვიდეოები