ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონის ხელმძღვანელმა დავით
მამალაძემ მის რაიონში, 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების გამო
პროკურატურას მიმართა, გამყალბებლების დასჯის მოთხოვნით.
,,ოზურგეთის პროკურატურაში შემაქვს სარჩელი ლეიბორისტული პარტიის
ამომრჩევლის სახელით, რომელთა ხმები მოიპარეს და შემაჯამებელ ოქმში
გააქრეს. ცხრა კაცის ხელმოწერებია, რომელთა მიხედვით, სხვადასხვა
პარტიის კომისიის წევრები ამბობენ, რომ სოფ. ცრემლისხიდის უბანზე
ლეიბორისტულ პარტია 70 ხმა ჰქონდა და ოქმში ნული წერია.
წარმოგიდგენიათ, 3800 უბანში რამდენი ხმაა გამქრალი? ლეიბორისტული
პარტიის ათეულ ათასობით გამქრალ ხმაზეა საუბარი, რომელიც პარტიამ
მიიღო და არ ჩანს.
პროკურატურისგან ვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე
გამყალბებლების წინააღმდეგ. ამ 30 წლის მანძილზე, არავინ მიცემულა
პასუხისგებაში არჩევნებია გაყალბების გამო."- განაცხადა დავით
მამალაძემ