ახალი ამბები
მატრაკვეცობს ტიპი, ბიუჯეტის ფულით ვაჭრობს

 

"მატრაკვეცობს ტიპი, ყელყელაობს, ვაჭრობს ქვეყნის ბიუჯეტის ფულით _ ვინც შემოვა და "გაგვაპრავებს" იმას მივცემთ დაფინანსებას, ვინც არა _ კანონში ცვლილებას შევიტანთ და გავუუქმებთო...

ვინ კითხავს ამ მამაპუტჩისტს დემოკრატიის გაუქმებას ქვეყანაში? მამამისის ნაბოძებია?! კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება 2007 წლიდან აქვს, აი, იქიდან ოპოზიცია რომ სულს ღაფავდა უფულობისგან ( ვინ გაბედავდა და გაბედავს საქართველოში ხელისუფლების ნების გარეშე ოპოზიციის დაფინანსებას!). აი, მაშინ ოპოზიცია რომ არ გამქრალიყო საქართველოს პოლიტიკური რუკიდან და დემოკრატია არ შებორძიკებულიყო, ევროსაბჭოს მითითებით და მოთხოვნით, ჩაიდო ეს მუხლი ბიუჯეტში! ახლა ამ კანონის გაუქმებით შანტაჟობს ბიჭი ხუჭუჭა.
იცით რას ნიშნავს ბიუჯეტიდან რომ არსებობის საშუალება აქვს პარტიას? ( ოცნებას" რომ აქვს თვეში მილიონიანი იმას არ ვგულისხმობ), იმას რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ხარ! მხოლოდ ხალხის ინტერესებს ემსახურები (რადგან მათი ფულით არსებობ. ზუსტად, რომ მხოლოდ ვარსებობთ თვეში 24 ათასი ლარით) და არა ვიღაც მდიდარი დამფინანსებლის.
პოლიტიკურ პარტიას რომ ემუქრება გაუქმებით, ეს ოლიგარქიული სამართლუს ჩარჩოებსაც სცილდება და ჩრდილო კორეული ღამურის მუცელშუ ჩაყრაა....
ნუ ბაქი-ბუქობ შენს გაზრდას! ცოტა წინ გაიხედე! შენნაირი ყველაფერზე წამსვლელი რუპორები კი არა, მსოფლიო ლიდერები მოუნელებია დროს. ვინ მოგცემს შენ და შენს რუს მილირდელ უფროსს დემოკრატიის გაუქმების უფლებას?! მართლა თავიაანთი კანტორა ჰო არ ჰგონიათ ამათ ეს ქვეყანა?!" - ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

 

| ბეჭდვა |