ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტში განცხადება შეიტანა

შალვა ნათელაშვილმა საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართა.

შალვა ნათელაშვილი:
_ ოპოზიციაში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწყვეტ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ვდებ მანდატს ქართველი ხალხის წინაშე. მანდატიც, პარლამენტიც, ძალაუფლებაც, მთავრობაც, ეროვნული სიმდიდრეც ეკუთვნის ჩვენს ხალხს და მისი მითვისების უფლება არავის აქვს. ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასებზე, პრემიებზე, კაბინეტებზე, ავტომანქანებზე და ყველა იმ პრივილეგიებზე, რომელიც ამ.პარლამენტში შეპარულ ,,ქართულ ოცნებას" არ ეკუთვნის და იღებენ. მათ მიიტაცეს ძალაუფლება, მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია! დროა დაცალონ ეს შენობა! ქართველ ხალხს ისინი არ აურჩევია!
ივანიშვილის ტირანია ძალიან მალე დამთავრდება. ჩვენ უახლოს ხანში მოწმენი გავხდებით საარჩევნო რეფორმების, მოწმენი გავხდებით რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის და მოწმენი გავხდებით ახალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოიყვანს მრავალპარტიულ, პასუხისმგებლიან კოალიციურ მთავრობას. სხვანაირად ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ სამართლიან არჩევნებს და ჩვენი შვილები ასე იდგებიან ქუჩაში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს მშვიდობიანი გზით და არავის უნდა მოუვიდეს აზრად ძალაუფლების უზურპაცია, მონოპოლიზაცია, ბიუჯეტია სახლში წაღება, ხალხის გაღატაკება, ეროვნული სიმდიდრის მითვისება. ყველა ამგვარი აზრის მატარებელი დამნაშავე და ტირანი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი მალე მოელის ბიძინა ივანიშვილს.
ეს განცხადება დაწერილია სულით, გულით. წლების მერე, ავყიები, ვისაც ვძულვარ, დარწმუნებული ვარ არ დამიწყებენ საქმის გარჩევას, რომ ამირჩიეს პარლამენტში და არ შევდივარ..ასეთ პარლამენტში შესვლა შეიძლება?! ასეთი ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეიძლება?! ეს ჰო დანაშაული იქნება მომავალი თაობის წინაშე!
დღეს ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ოპოზიციამ დატოვა პარლამენტი და ეს შენობა გადაიქცა ,,ქართული ოცნების" აქტივის კრებად
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.
28.02.2021

სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.


სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე
დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად
დასჯას.
28.02.2021
სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.


ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას
უცხადებს ტვ ,,პირველის
28.02.2021
ლეიბორისტული პარტია სოლიდარობას უცხადებს ტვ ,,პირველის" ჟურნალისტ ვახო სანაიას.სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტ ვახო სანაიას ,ვგმობთ მასმედიაზე დაწყებულ ტერორს და მოვითხოვთ დამნაშავე--თავდამსხმელთა უმკაცრესად დასჯას.



გიორგი გუგავა - 
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი
28.02.2021

გიორგი გუგავა -  ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი

ვიდეოები