..
,,სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას. რომ არა ,,მთავარი
არხის" და ნიკა გვარამიას ფრონტის წინა ხაზზე დგომა, მოუსყიდველობა,
ქვეყნისადმი ერთგულება, ჩვენ უაღრესად გაგვიჭირდებოდა მიზნის მიღწევა
და სამშობლოს განთავისუფლება ამ თავს დაცემული უბედურებისგან,რასაც
პუტინისტურ - ჭორვილურ - ოლიგარქიული რეჟიმი ქვია. საკმარისია
,,მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს შეეხოს დაპირებული
სახელისუფლებო რეპრესია და დამერწმუნეთ, ივანიშვილი ვერც ერთ
შემთხვევაში ვეღარ წავა მშვიდობიანი საარჩევნო გზით, რისთვისაც ყველა
ჯერ კიდევ ვიღწვით." _ წერს შალვა ნათელაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე