ახალი ამბები
არ უნდა ჩამოგელაბორანტებინა გრიგოლიჩ, შარში გაგხვევს!

"წულუკიანი ამათ სერიოზულ შარში გახვევთ. თუ არადა, აგერა ვარ მე და აგერაა გრიგოლიჩი. ;)

არ მჯერა, ისეთი მიამიტია, რომ გუშინ რა სტრასბურგია სასამართლო, რისი კერძო დავა, ,,რუსთავი 2" ჩვენ, ხელისუფლებამ დაგიბრუნეთო, წამოცდა. მახსოვს 2018 წელს, დროებითი მთავრობა რომ იქმნებოდა და ხმები დადიოდა წულუკიანს მოისვრიანო, წაიმუქრა ხელისუფლების გარეთ უფრო თავისუფალი და შემტევი ვიქნები, ამ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდებაო და მერე ისევ გაამინისტრა იმ კაცმა.. არ უნდა ჩამოგელაბორატებინა გრიგოლიჩ არააა! . :) "- ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი
| ბეჭდვა |