ახალი ამბები
ჰიტლერმაც ასეთი კანონით აკრძალა პარტიები

შალვა ნათელაშვილი:
_ ბარბარობის ულამაზესი დღე არალეგიტიმურმა რეჟიმმა მოგვილოცა ორი რამით:

  1. გაათავისუფლა საარჩევნო აქტივი_ კრიმინალები ციხიდან და
  2. აკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლაოდ მყარდება პუტინისტური დიქტატურა, ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით. ეს გამოგვიცხადა პარლამენტის ექსთავმჯდომარე გავრილოვის მეგობარმა. ეს სხვა აეაფერია, თუ არა ადოლფ ჰიტლერის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე კანონი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე:
  1. შეხჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები არ დაგმობენ დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში;
  2. პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს დაექვემდებაროს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ მისი არალეგიტიმური პარლამენტის ყველა წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით;
  3. პარლამენტში არშესული დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო-მაკოორდინირებელი ორგანო, გარდამავალ პერიოდში. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მრისხანე!

    თუ ჰგონიათ ივანიშვილს და მის ამფსონებს, რომ ყველაფერი შეუძლიათ იყიდონ ფულით და შიშით, ეს იმედები მალე ჩაემსხვრევათ!  არცერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო რომ საფინანსებას აუკრძალავენ, რეგიატრაციას გაუუქმებენ, სარეკლამო დეოს გაუუქმებენ, არ შევა პარლამენტში! არ უღალატებს თავია ხალხს, ისტორიასს, ქვეყნის მომავალს!
| ბეჭდვა |