ახალი ამბები
კობახიძის პირით ბიძინა გვემუქრება პარტიებს დაფინანსების გაუქმებით
..

"მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის შემოსავლის ერთადერთი წყარო კვალიფიციური სუბიექტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაა, აქვე ვაცხადებ რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მთავარი მამოძრავებელი მოტივი, რატომაც ვართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, იდეალისტური მიზნებია და გვსურს ცხოვრება უკეთეს ქვეყანაში, სადაც კანონი იქნება უზენაესი, სოციალური სისტემა სამართლიანი, დემოკრატია ჯანსაღი და ა.შ.
ჩვენი მინიმალური ფინანსური სახსრები არის ის მექანიზმი, რითაც ბრძოლა ამ უსამართლო სისტემის წინააღმდეგ არის უფრო ეფექტური, თუმცა მის გარეშე არც ერთი წამით არ დავიხევთ უკან. ენთუზიაზმით, გუნდურობით და საერთო იდეით ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, უბრალოდ იმ 1000 მიზეზს თუ რატომ უნდა მოვიშოროთ ეს კრიმინალები ხელისუფლებიდან, დაემატება კიდევ ერთი.
ასე რომ, ნუ ცდილობ ჩვენს შეშინებას და დაშანტაჟებას ივანიშვილო. ჩვენ ვიქნებით ზუსტად ის ადამიანები, ვინც საბრალდებო სკამზე დაგსვავთ შენ და შენს მარიონეტებს!" -ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ქუმსიშვილი
| ბეჭდვა |