ახალი ამბები
ხელისუფლება შეეშვას გაუაზრებელი რეგულაციებით ხელოვნური კრიზისის შექმნას

2021 წლის 4 თებერვსლს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

რაც ნიშნავს იმას, რომ 8 თებერვლიდან აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა, ხოლო, 15 თებერვლიდან გაიხსნება ბაზრობები და საკლასო ოთახებში განახლდება სწავლება. ეს კი იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ამ უმოქმედო რეგულაციებს აპროტესტებდა და იდგნენ წინა ფლანგზე. თუმცა, რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა პირობებში მოუწევთ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება, ონლაინ პლატფორმაში თუ სააუდიტორიო სივრცეში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ორივე შემთხვევაში, სტუდენტები მაინც იხდიან გადასახადს და მათზე არ მოქმედებს არანაირი შეღავათი. ასევე, ხელისუფლება არ საუბრობს საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულ იმ რეგულაციაზე რომელიც გულისხმობს 21:00 დან 05:00 მდე გარეთ გადადგილების შეზღუდვას, ეს რეგულაცია არის სრულიად უმოქმედო და ერთგვარი ხრიკი. აუცილებლად მოხდეს ამ რეგულაციაში ცვლილებები ,რადგან  ამ რეგულაციის გამო გაიზარდა საავტომობილო  ავარიების შემთხვევა, ასევე მოხდა ბევრი უსახლკარო ადამიანის დაჯარიმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს კორონა ვირუსთან საბრძოლო ქმედითუნარიანი რეგულაციები და მოეშვას ხელოვნური კრიზისის შექმნას თავისი ერთგვარი ხრიკებით . ეს ხელისუფლება არის ერთი ადამიანის ერთი ოლიგარქის მარიონეტთა დასი,რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს!

ამირან ნატრიაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.

 

| ბეჭდვა |