ახალი ამბები
ვინმე დამაჯერებს რომ კომენდატის საათი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი არაა?!

- კომენდანტის საათი რა პოზიტიურ გავლენას ახდენს პანდემიასთან ბრძოლაში?

მითხარით რაიმე სარწმუნო არგუმენტი, ან მიღწეული შედეგი ვინმემ. და საერთოდ ამ ვირუსის შიშით ხალხის მონობაში, პატიმრობაში და შიმშილში იძულებითი დატოვება გამართლებულია? უკვე მერამდენე თვეა 9 საათზე სახლში მივდივართ თავპირისმტვრევით და ამდენი ხნის განმავლობაში არც ჩვენი დიადი ეპიდემიოლოგებისგან და არც ე.წ. სახელისუფლებო პირებისგან ვერ მოვისმინე ამას რატომ აკეთებენ. და დამაჯერებთ ვინმე რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ნაცვლად პოლიტიკურ იარაღად არ იყენებენ ამ კომენდატის საათს? თუ შეგიძლიათ საწინააღმდეგო დამიმტკიცოთ, გისმენთ, გულწრფელად.

 

მიხეილ ქუმსიშვილი. ლეიბორისტულო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

| ბეჭდვა |